შავდათუაშვილის მიერ დამარცხებული რუსი ძიუდოისტი პოლიციის მაიორი და პუტინის თაყვანისმცემელია

Image

"არ ვიცი რა მოხდა, ჩემი ბრალია. ბოლოს არასწორად ვმოქმედებდი, ალბათ, თავი უნდა დამეცვა. გამოვიკვლევთ, რა გახდა დამარცხების მიზეზი და გამოვასწორებთ", - ეს კომენტარი რიოს ოლიმპიადაზე ქართველი ძიუოდოისტის ლაშა შავდათუაშვილის მიერ დამარცხებულმა რუსმა სპორტსმენმა დენის იარცევმა გააკეთა.

 

დენის იარცევი 25 წლისაა და 73 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ის რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრების მონაწილეა. რიოში გამგზავრებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იარცევმა დოპინგ-ტესტი ვერ გაიარა და მის სისხლში მილდრონატი აღმოჩნდა, თუმცა, ეს ცნობა არ დადასტურდა. 

 

"ბრაზილიაში უყვართ ძიუდო და ძალიან კარგად ერკვევიან მასში. მინდა მათ ვუჩვენო, რომ რუსეთში ძლიერი ძიუდოისტები არიან, რომელთაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ", - ეს ციტატაა დაწერილი დენის იარცევის ფოტო-ქავერზე, რომელიც რუსულ სპორტულ პორტალებსა და სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა:

 

 

iarcev-dz.jpg

 

 

ჩელიაბინსკელ დენის იარცევს ჰყავს ძმა - დიმიტრი. ისინი ტყუპები არიან. დიმიტრიც ძიუდოისტია და 81 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, თუმცა, მისი მიღწევები შედარებით მოკრძალებულია. ამავე დროს, დიმიტრი სამბოთიცაა გატაცებული.

 

დენის იარცევი, ისევე როგორც რუსეთის სხვადასხვა სახეობის ნაკრებთა წევრების უმრავლესობა, ვლადიმირ პუტინის თაყვანისმცემელია და, როგორც თითქმის ყველა რუს სპორტსმენს, აქვს პუტინთან ერთად გადაღებული ფოტოებიც:

 

"ამას გარდა, დენისს არასპორტული მიღწევებიც აქვს - ის პოლიციის მაიორია", - აღნიშნულია ჩელიაბინსკის ადმინისტრაციის საიტზე სტატიაში, რომელიც ძმებ იარცევებს ეძღვნება. 

 

 

IARCEV.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?