
რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა ტურნირზე ვაჟებს შორის, 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ლაშა შავდათუაშვილმა რეპეშაჟში რუსი დენის იარცევი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.
რუსი მეტოქის დამარცხების შემდეგ გორელმა 24 წლის ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა მას საქართველოს დროშაზე მიანიშნა.
შავდათუაშვილი შეჯიბებაში მეორე წრიდან ჩაება. მან თავდაპირველად კუბელ მაგდიელ ესტრადას სძლია სუფთად, შემდეგ კი – შრილანკელ ჩამარა რეპიიალაჯს, მაგრამ მეოთხედფინალში იაპონელ შოხეი ონოსთან დამარცხდა.
ვიდეო "ფეისბუქის" გვერდზე "საქართველო რიოს ოლიმპიადაზე"
ლაშა კუპრაშვილის ფოტო მთავარზე