თინა ხიდაშელისთვის გიგლა აგულაშვილის არჩევანი მიუღებელია, მაგრამ მას პატივს სცემს

Image

 

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშეკლი "ფეისბუქზე" ეხმიანება გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც რესპუბლიკური პარტია დატოვა და "ქართულ ოცნებას" შეუერთდა. მინისტრი წერს, რომ მისთვის აგულაშვილის არჩევანი, მართალია, მიუღებელია, მაგრამ პატივს სცემს მას. 

 

"არ ვიცი,  ეს ჩემი გზავნილი როგორ იქნება გაგებული, მაგრამ აუცილებლად უნდა დავწერო. სწორედ იმიტომ, იმავე მიზეზით და ღირებულებებით რის გამოც დღევანდელი გადაწყვეტილება მივიღე.

 

არსებობს ამ ქვეყნად ღირებულებები, ადამიანის არჩევანის პატივისცემა, მეგობრობა ბოლომდე, ერთგულება წარსულის და ფიქრი მომავალზე, რომელიც ზუსტად არ წარსულის ნაყოფია და მასზე შენდება.

 

გიგლა ჩემი მეგობარია, არა ერთი წლის და ერთი დღის. არც პოლიტიკაში დავმეგობრებულვართ. მან სხვა არჩევანი გააკეთა და რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს არჩევანი (ჩემთვის მიუღებელია, სწორედ ამიტომ აღარ ვართ დღეიდან ერთად საქმეში), უნდა შეგვეძლოს ადამიანის არჩევანის პატივისცემა.

 

პოლიტკური პარტიის მანდატი არ სძენს ადამიანს ღირსებას, ან არ აქცევს უღირსად, მისი საქციელი და პრინციპების ერთგულება აქცევს ასეთად.

 

ძალიან მჯერა, რომ გიგლა ზუსტად აქ იქნება მუდამ, რომელი პარტიის მანდატიც არ უნდა ჩაიდოს ჯიბეში.

 

სხვა საკითხია მომენტის მნიშვნელობა, რამდენად გჯერა მისი ნაბიჯის სისწორის, მაგრამ ყველას მინდა გთხოვოთ, სანამ საყოველთაო დაგმობის კამპანიაში ჩაერთვებით, გვერდზეც მიიხედ-მოიხედეთ, წესიერი ადამიანების დიდი ნაკლებობაა ქვეყანაში.

 

დათომ კი თქვა დღეს, რომ პოლიტიკა სენტიმენების სფეროდან არ არის, მაგრამ მე მაინც მჯერა სიყვარულის, მეგობრობის, ერთგულების, მსგავსი ღირებულებების და პრინციპების ადამიანების გზების მუდმივი თანაკვეთის, მათ შორის პოლიტიკაშიც.

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !