საქართველოს მოქალაქემ, 29 წლის მამაკაცმა, რომელიც რუსეთიდან მისი დეპორტაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის განკუთვნილ დროებით იზოლატორში პირი ამოიკერა, - ამის შესახებ "სოჭინიუსი" იტყობინება.
ინციდენტი ვარდანეს დასახლებაში მოხდა, რომელიც სოჭთან ახლოს მდებარეობს. ახალგაზრდა მამაკაცი ივლისის დასაწყისში დააკავეს და იმ მიზეზით, რომ რუსეთში შესვლისთვის სათანადო დოკუმენტაცია არ ჰქონდა მოწესრიგებული, მისი დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდამ პირი ამოიკერა, მას პირველი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ჯერ ჰოსპიტალში, შემდეგ კი ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში გადაიყვანეს, სადაც ექიმების ზედამხედველობის ქვეშ ამ დრომდე იმყოფება.