,,გირჩი“ ხელისუფლებას აღებული ვალდებულების შესასრულებლად ერთ კვირას აძლევს

Image

დღეს, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“- ს თავმჯდომარემ ზურა ჯაფარიძემ ხელისუფლებისგან გამომცემლების წინაშე აღებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნით პრესკონფერენცია გამართა. 

 

პრობლემის არსი შემდეგში მდგომარეობს, 2011 წელს, განათლების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის მიერ გამომცემლებთან დაიდო ხელშეკრულება, რომელშიც სამინისტრომ ჩაწერა, რომ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების” შემთხვევაში მინისტრს ეძლეოდა შესაძლებლობა დაქირავებულთან ცალმხრივად გაეწყვიტა კონტრაქტი და ჩამოერთმია საკუთრება.

 

 

2013 წელს, ქართულმა ოცნებამ და გიორგი მარგველაშვილმა, წინასაპრეზიდენტო კამპანიის ერთერთ პოპულისტურ და მთავარ დაპირებად განათლების ხარჯების შემსუბუქება გააჟღერეს და მოსწავლეთათვის სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების ინიციატივით გამოვიდნენ.

 

,,ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა წინა განათლების მინისტრის დროს დადებული ხელშეკრულების "ბუნდოვანი” მუხლი და ზემოთ ხსენებული ინიციატივის განხორციელებისათვის გამომცემლებთან კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა, რითიც უხეშად დაარღვია მათი საკუთრებისუფლება.

 

„მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ხელისუფლების კეთილგონიერების იმედი, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ მოუწოდებს ხელისუფლებას, ერთი კვირის ვადაში აუნაზღაუროს გამომცემლობებს უკვე გაწეული სამუშაო და თუ ეს არ მოხდება, ჩვენ სხვა გზებს მივმართავთ. ვმუშაობთ ამ გზებზე. საუბარია სრულიად ახალ ხარისხიან

 

სახელმძღვანელოებზე და ვცდილობთ ეს სახელმძღვანელოები მივიდეს მათთან, ვისთვისაც აუცილებელია. თუ ამას სახელმწიფო არ გააკეთებს, ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...

საახალწლო ფილმების TOP 5 - ეული, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

2021-12-15 17:30
დეკემბრის თვე დადგა და შესაბამისად ახალ წელს ვუახლოვდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?