ვაშაძის განცხადება ენმ-დან წასვლაზე და ენმ-სა და სააკაშვილის პასუხები

Image

გიორგი ვაშაძემ ენმ-ს დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ მისი წასვლა არ უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის მიერ საარჩევნო სიის ფორმირებას. 

 

გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობის“ ამომრჩევლები პარტიისგან ინოვაციებს, ახალი ტიპის იდეებს ელოდებოდნენ, თუმცა, ეს არ განხორციელდა.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისგან“ შედგა დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა, რომელიც თავისი ბუნებით ბიძინა ივანიშვილის „მავნებლური“ მმართველობის მოკავშირეა.

 

ვაშაძემ დაასახელა გიგა ბოკერია, მიხეილ მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და დავით ბაქრაძე, როგორც პარტიის განვითარებისა და განახლების ხელისშემშლელების. გიორგი ვაშაძის განცხადებას ცალ-ცალკე უპასუხეს ენმ-მ და მიხეილ სააკაშვილმა.

 

„დღეს საქართველო ურთულეს მდგომარეობაშია, რაც გამოწვეულია ივანიშვილის რეჟიმის უუნარობით და აშკარა მავნებლობით. ადამიანებმა დაკარგეს ხვალინდელი დღის რწმენა, ყველგან უპერსპექტივობა და უიმედობაა. ქვეყანას მართავს ივანიშვილის ჯიბის მთავრობა. ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს გავუჩინოთ პერსპექტივა და რეალური შესაძლებლობები განვითრებისთვის, დასაქმებისა და უკეთესი ცხოვრებისთვის. ამისთვის საჭიროა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის დასრულება. ეს შეუძლიათ მხოლოდ ახალი თაობის ენერგიულ, მიზანდასახულ და თავისუფალ ძალას.

 

საჯარო სამსახურში ყოფნის დროს სიახლეების, ინოვაციების, ტექნოლოგიების დანერგვით შევძელით ადამიანის და სახელმწიფოს სრულიად ახალი ურთიერთობის მოდელის დამკვიდრება, მაგალითად – იუსტიციის სახლების სახით.

 

ჩემი აქტიურ პოლიტიკაში მოსვლის მიზანი იყო და არის ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება ქვეყანაში, რომელიც ახალ პოლიტიკურ კლასს გაუხსნის გზას, სრულიად ახალ პერსპექტივას და განვითარების შესაძლებლობას მოუტანს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. მსგავსი მოლოდინი ჰქონდა საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩეველს, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან „ ელოდებოდნენ ინოვაციებს, ახალი ტიპის იდეებს და ინიციატივებს. მაგრამ ეს არ განხორციელდა!

 

ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი, ღია ორგანიზმისა, ჩვენ მივიღეთ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა, რომელიც მისი ბუნებიდან გამომდინარე თავადაა მოკავშირე ივანიშვილის მავნებლური მმართველობის და ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთ მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს. ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები: – გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

გიორგი ვაშაძე ახალი მოძრაობის შექმნას იწყებს:

 

„უარს ვამბობ, გარანტირებულ ადგილზე მომავალ პარლამენტში ფასადურად განახლებული პარტიის სიით და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება, ახალი ადამიანები პოლიტიკაში, ახალი პოლიტიკური კულტურით, ახალი იდეებითა და გადაწყვეტილებების მიღების ახალი მექანიზმებით.

 

მივმართავ ჩვენს მხარდამჭერებს, საზოგადოებას, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი ძლიერი, წარმატებული ქვეყნის მშენებლობისთვის, დროა გავერთიანდეთ და დავიწყოთ რეალური ბრძოლა ახალი საქართველოსთვის“, – აღნიშნა მან.

 

გიორგი ვაშაძის განცხადებას ენმ-ს განცხადება მოჰყვა, სადაც აღნიშნულია, რომ გიორგი ვაშაძის განაწყენება პარტიის სიის ათეულში მისმა არყოფნამ გამოიწვია:

 

"პარტიის პოლიტსაბჭოზე ჩვენ დამავტკიცეთ საპარლამენტო სიის ფორმირების პრინციპები. მათგან ერთ-ერთი უმნიშნელოვანესია განახლების პრინციპი. ამის გამო ფრაქციის და პარტიის ლიდერთა მნიშნელოვანმა ნაწლმა მზადყოფნა გამოთქვა სიის სათავეში ადგილი დაუთმოს საზოგადოებისთვის ცნობილ ფიგურებს, რომელთა როლი გადამწყვეტი უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლასა და გამარჯვების შემდგომ, ქვეყნის რეფორმირებაში.

 

ამ ფონზე, გიორგი ვაშაძის ან ნებისმიერის სურვილი აუცილებლად წარმოდგენილი იყოს სიის ათეულში არ იქნა გაზიარებული. ათეულში ვერ მოხვედრის გამო განაწყენება და წასვლა, არასერიოზული და უპასუხისმგებლო საქციელია.

 

ივანიშვილის რეჟმთან ბრძოლაში, ყველამ უნდა შეძლოს ამბიციების დაოკება. ვინც საკუთარი ამბიციების და მით უმეტეს, ათეულში ყოფნის გამო, ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ის ცდილობს ივანიშვილის წისქვილზე დაასხას წყალი. მაგრამ ეს ივანიშილს ვერ უშველის. ჩვენ მას, ქართველ ხალხთან ერთად დავამარცხებთ ოქტომბრის არჩევნებში, - ნათქვამია განცხადებაში.

 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, მან საპარლამენტო ფრაქციის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან პარტიის ხმაურიან დატოვებას პირდაპირ უწოდა "ბიძინა ივანიშვილის თამაში":

 

"მიმაჩნია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის ცალკეული წევრების დროდადრო ხმაურიანი გასვლა, თავიდან ბოლომდე ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია. ეს სხვა არაფერია, თუ არა მანევრები ყურადღების გადასატანად და დაბნეულობის შესატანად ჩვენ მრავალრიცხოვან მხარდამჭერებში.

 

ივანიშვილი დარწმუნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც განადგურება და ვერც ჩამოშლა, ვერ შეძლო. ამიტომ, ის ფინანსური და სხვა ბერკეტების გამოყენებით, ცალკე აღებული პიროვნებების გამოყოფითა და მათთვის ახალ-ახალი მოძრაობების დაფინანსებით, მთავარი ოპოზიციური ცენტრის ნიველირებას ცდილობს.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხრიკების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებამდე დარჩენილ დროში მხოლოდ გაძლიერდება. შესაბამისად, ივანიშვილს და მის სატელიტებს დაამარცხებს.

 

ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი და ძალიან საინტერესო ლიდერებით შევსებისა და გაძლიერების პროცესი მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს ძირფესვიანად განახლებული საპარლამენტო სიის განხილვა. შემდეგ კი ამის ჩვენი აქტივისტებისთვის, მხარდამჭერებისთვისა და მთლაინად საქართველოსთვის წარდგენა. მჯერა, რომ ამ ახალი ძალებით, განახლებული და გაძლიერებული სიით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს", - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !