თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად არჩეული დარეჯან თვალთვაძის ფრაზა: "გამარჯობა არ გასწავლეს?!", რომელიც მან "აუდიტორია 115"-ის სტუდენტებთან შეხვედრისას წარმოთქვა, თსუ-ს სტუდენტებმა გააშარჟეს.
ჰაკას სტილში გადაღებული პაროდია, რომლის იდეა ირაკლი კუპრაძეს ეკუთვნის, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და უკვე ძალიან პოპულარულია. პაროდიულ, რამდენიმეწამიან, მაგრამ ორიგინალურ კლიპ-პაროდიაში თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ.
შეგახსენებთ, თსუ-ს მოვალეობის შემსრულებლად დარეჯან თვალთვაძე 20 აპრილს, 526 ხმით აირჩიეს. დაპირებისამებრ, ის "აუდიტორია 115"-ის წევრებს დღეს უნდა შეხვედროდა, მაგრამ გადაღლილების მომიზეზებით რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა შეხვედრა გადადო.