ყრილობა შედგა, რუბიკონი გადალახულია, გირჩი ნაყარია...

Image

მრავლისმომსწრე ფილარმონიის დარბაზში როდის გაისმა ბოლოს, პარტიის ყრილობაზე ან შეკრებაზე - რახან დარბაზში ვერ ეტევით, კიბეებზე დასხედით ან სცენაზე ამოდით და "მოლზე" მოიკალათეთო, არავის ახსოვს, მაგრამ 16 აპრილს სწორედ ასეთი სურათი იყო "გირჩის" დამფუძნებელი შეკრების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე.

 

ნიკა ქავთარაძე "ხორუმის" მოცეკვავესავით იჩრდილავდა სახეს, დარბაზს გახედავდა და რეკომენდაციებს იძლეოდა, როგორ დატეულიყო აშკარად იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე საუკეთესო შემთხვევაში თავად ნიკა და სხვა გირჩელები წარმოიდგენდნენ. 

 

შეკრება არ ჰგავდა ყრილობას ყრილობისთვის და ამას წამყვანები, გამომსვლელები, დიდ ეკრანზე ნაჩვენები ვიდეორგოლები, რეგიონებიდან ჩამოსულ დელეგატთა ყიჟინა და მათ აყოლილი დარბაზი განაპირობებდა. ახალი სახეები, ახალი ხმები, ახალი მოთხოვნები და ახალი ხედვა - სცენაზე მსხდარი გირჩელები, მეგრელიშვილის წარმოდგენილი პროგრამა, როგორ უნდა გავმდიდრდეთ სწრაფად და, რაც მთავარია, მანამდე, დასაწყისში - ყოველგვარი აკომპანიმეტის გარეშე ნამღერი საქართველოს ჰიმნი "გირჩის" ერთერთი ახალი სახისგან - არამომაბეზრებელი, არგაწელილი და მიზანმიმართული გამოსვლები ამ ყრილობის პლიუსად უნდა ჩაითვალოს. 

 

ყრილობამ დაფუძნებული პარტიის პოლიტსაბჭო და თავმჯდომარე აირჩია. თავმჯდომარედ, რასაკვირველია, ზურაბ ჯაფარიძე წარადგინეს და წარადგინეს ასე: "საქართველოს მომავალი პრემიერმინისტრი ზურაბ ჯაფარიძე!". დარბაზის ყველაზე დიდი ოვაცია მარიხუანას დეკრიმიანლიზაციის შესახებ და იმაზე მომზადებულ ვიდეორგოლს ერგო, როგორ ამბობს დაახლოებით 40 წამის განმავლობაში, ერთერთი დებატების დროს ზურაბ ჯაფარიძე 100-ზე მეტ სიტყვას. 

 

დარბაზში იყვნენ ყველა თაობის წარმომადგენლები, ყრილობის დასრულების შემდეგ კი იყო უხვად "გირჩის" პარტიული ემბლემები ქუჩაში, ფილარმონიის სიახლოვეს, ფილარმონიის მიწისქვეშა გადასასვლელის მაღაზიათა გამყიდველების შეკითხვები: "რამე ეკოლოგიური შეკრება იყო დღეს?", ხოლო "ფეისბუქზე" იყო აზრთა სხვადასხვაობა, როგორც ყოველთვის. 

 

საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ "ოცნების" მხარდამჭერები უფრო თავდაჭერილად შეხვდნენ "გირჩის" მთავარ თემად ქცევას, ვიდრე ენმ-ს წევრები და მხარდამჭერები. საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ენმ-დან სარკასტული და ცინიკური კომენტარებიც კი არ დაიშურეს, მაგალითად, ზურაბ ჯაფარიძისადმი და პალიკო კუბლაშვილისადმი, ხოლო ბევრმა ის ვიდეო ამოქექა, სადაც პრესკონფერენციაზე გოგა ხაჩიძე ამბობს 2013 წელს: "დიახ, "ნაციონალურ მოძრაობაში" აღმოჩნდნენ ვირთხები, რომლებიც გარბიან... მაგრამ არის ხალხი, ვინც აქ იდეებისთვის და ღირებულებებისთვისაა".

 

მოკლედ, გირჩი ნაყარია - პარტია დაფუძნებული და მტერ-მოყვარე მასზე ალაპარაკებული: პირველი ეტაპის ამოცანა მიღწეულია. ვინ რას ამბობს, სხვა საკითხია და ჩვენი გასარჩევი არ არის, მაგრამ დღევანდელი ხალხმრავლობა რომ კარგი შედეგია პარტიისთვის, რომელმაც აქტიურობა ფბ-ზე დაიწყო და სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა, ამაზე, ალბათ, შევთანხმდებით...

 

GIRCHI-ZURA.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?