
დღეს პარლამენტში ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ გააჟღერა "გირჩის" ინიციატივა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.
ამჟამად ინიციატივაზე ხელი მოაწერა 25-მა დეპუტატმა როგორც უმცირესობიდან, ასევე უმრავლესობიდან. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომლის არცერთ დეპუტატს ხელი არ მოუწერია ამ ინიციატივაზე, "თავისუფალი დემოკრატები" არიან.
ზურაბ ჯაფარიძე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, მხარი დაუჭირონ მის ამ ინიციატივას, რათა ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას.