
"ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ქართულ ოცნებას" ტოვებს ან მის დატოვებას აპირებს.
“არსად არ მივდივარ და მით უმეტეს არც პარტია ქართულ ოცნებას ვტოვებ! ვიყავი, ვარ და ვიქნები ჩვენი გუნდის წევრი. სიუჟეტში საუბარი იყო პარტიულ სიაზე ( სხვა დანარჩენი ჟურნალისტური ” ფანტაზიის” ამბავია) და ვფიქრობ , რომ ვიქნები პარტიულ სიაში თუ არ ვიქნები, ეს არ ცვლის ჩემს დამოკიდებულებას ჩვენი გუნდისადმი. როგორც ყოველთვის, მე იქ ვიქნები, სადაც გუნდი გადაწყვეტს და დავჭირდები!” – აცხადებს თამაზაშვილი.