"ფეისბუქზე" შემონახული ტრაგედიის ექო: როგორი იყო ხელისუფლების რეაქცია...

Image

მუსია ქებურია - ეს სახელი და გვარი, შესაძლოა, ბევრს გახსოვთ. გოგო, რომლის საცხოვრებელი პირდაპირ გადაჰყურებდა ვერეს ხეობას, გოგო, რომელიც უშუალო თვითმხილველი გახდა, როგორ წაიღო გაგიჟებულმა ვერემ სახლები, გოგო, რომელსაც ესმოდა კივილი, ყვირილი, რომელიც ხედავდა, როგორ იხვეწებოდა ხალხი შველას სახლებიდან, როგორ ანთებდნენ და აქრობდნენ ფანრებს.

 

მუსია ქებურია, ისევე, როგორც მრავალი სხვა, იღებდა და აქვეყნებდა ფოტოებს, აღწერდა, რაც ხდებოდა. მის გამოქვეყნებულ ფოტოებზე კეთდებოდა კომენტარები, საიდანაც ირკვევა, როდის იყო ყველაზე კრიტიკული პერიოდი კონკრეტულად იმ სახლებთან მიმართებაში, რომელთაგან ერთერთის სახურავზე, როგორც უკვე ვიცით, უკვე დაღუპულები - ივლიტა ჯიბუტი და მარი ქუთელია, ასევე ივლიტას ქმარი იყვნენ ასული და შველას ელოდნენ.

 

დღეს პირველი სატელევიზიო კომენტარი ივლიტას მამამ, სასულიერო პირმა, დეკანოზმა გიორგი ჯიბუტმაც გააკეთა. მის ნაამბობში უამრავი საინტერესო დეტალია და ის G-news TV-ს ვიდეოში, ასევე, "აფხაზეთის ხმის" ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ტრაგედიის ქრონოლოგიით, ანუ, იმით დავინტერესდეთ, როდის იგრძნეს საფრთხე პირველად სახლში მყოფებმა, რა მოიმოქმედეს და როდის. შემდეგ კი, მუსია ქებურიას ფბ-პოსტების მიხედვით, განვსაზღვროთ დრო და დავადგინოთ, რა რეაგირება მოხდა იმ ხნის განმავლობაში, სანამ სახლი წყლით დაიფარებოდა, სამი ადამიანი კი (სახურავზე მყოფი) წყალში აღმოჩნდებოდა.

 

დეკანოზი გიორგი ჯიბუტი ამბობს, რომ წვიმის დაწყებისთანავე დარეკა სახლში და სიძეს ელაპარაკა, აინტერესებდა, გოგოები მარტო ხომ არ იყვნენ. სიძემ უთხრა, რომ სახლშია და ყველაფერი რიგზეა. ამის შემდეგ, უკვე დასაძინებლად დაწოლილ დეკანოზს სიძე ისევ ურეკავს, როგორც თავად ამბობს, დაახლოებით 23:30-ზე და ეუბნება, რომ სამივენი სახურავზე არიან, თან სთხოვს, ჩქარა დარეკოს სამაშველოში.

 

დეკანოზი რეკავს და იმის გამო, რომ სახლის ადგილმდებარეობის პოვნა მაშველებს გაუჭირდებოდათ, მან კი მისასვლელი გზები უკეთ იცოდა, მათ სთავაზობს, მის მისამართზე - ხაბეიშვილის 3-ში მივიდნენ, მერე კი თვითონაც მაშველებთან ერთად, მათივე მანქანით მიდის. მარშრუტი ასეთია: ვაკე-საბურთალოს გზა, უნივერსიტეტის ქუჩა, საბურთალოს სასაფლაო. დეკანოზმა მიიჩნია, რომ ვერეს სწორედ ამ მხრიდან უნდა მიდგომოდნენ. როგორც ჩანს, ეს გათვლა სწორი იყო, ოღონდ იმის გამო, რომ ქუჩებსი უკვე პანიკა და საცობი იყო, ადგილზე მისვლა დაგვიანდა: "ათი წუთით ადრე რომ მივსულიყავით, გადავარჩენდით", - ამბობს სასულიერო პირი. მისივე ნათქვამიდან და მის ტელეფონზე ზარის დროს დაფიქსირებული დროის მონაცემებიდან ირკვევა, რომ ბოლოს ის სიძეს 0:34-ზე ელაპარაკა და სამივენი ჯერაც სახურავზე იყვნენ. 

 

ესე იგი, შიშველი ფაქტი, ყოველგვარი შეფასების გარეშე, ასეთია: სამი ადამიანი სახლის სახურავზე ერთი საათზე მეტხანს ელოდა მაშველებს, ელოდა გადარჩენას. დეკანოზმა არ იცის, არც ჩვენ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ, სახურავზე ასვლამდე ან დეკანოზთან დაკავშირებამდე, მისი სიძე პერიოდულად რეკავდა 112-ში. ამის მიუხედავად, წყალში ჩაცვენილი სამი ადამიანიდან ორი დაიღუპა, ერთი კი ნაპირზე გამოვიდა. 

 

ახლა, როცა რამდენიმე დღე გავიდა მუსია ქებურიას კედელზე გამოქვეყნებულ პოსტებს "17 საათის წინ" სტილის აღნიშვნები კი არა, თვე, რიცხვი და გამოქვეყნების ზუსტი დრო აწერია, ვნახოთ, რამდენი ადამიანი ადევნებდა ამ ტრაგედიას თითქმის ლაივში თვალს და რამდენი რეკავდა 112-ში. მხოლოდ ფაქტები:

 

მუსიას პირველი საჯარო გამოქვეყნება "ფეისბუქზე" 0:36 სთ-ზე ჩნდება, ანუ, მაშინ, როცა დეკანოზი მაშველებთან ერთად ახლოსაა, დეკანოზი ორი წუთის წინ ელაპარაკა სიძეს და როცა 112-ში, ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ ზარები უკვე შსულია როგორც უშუალოდ სახლში მყოფი ერთადერთი მამაკაცისგან, ასევე დეკანოზისგან. მუსიას ამ გამოქვეყნების შემდეგ რეკვას იწყებენ ფბ-იუზერებიც. 

wy.jpg

 

ამის შემდეგ უკვე კომენტარებია საინტერესო. დააკვირდით დროს, დააკვირდით კომენტარებს, დააკვირდით, რამდენი ათასი ადამიანის თვალწინ იღუპებიან ადამიანები... ამ დროს, ანუ 0:36-ზე, თბილისის მერი თამარაშვილის ქუჩასთან დგას, რამდენიმე მაშველთან ერთად და, როგორც მერე გავრცელებული კადრებიდან ჩანს, დაბნეულია - არ იცის, რა გააკეთოს... სახლის წაღების ზუსტი თუ არა, დაახლოებითი დროის გამოთვლაც სწორედ ამ კომენტარებით შეიძლება:

wy1.jpg

wy2.jpg

wy3.jpg

 

როგორც ბევრს ახსოვს, შსს-მ განცხადება იმ ღამესვე გაავრცელა. ეს "კურიერის" სპეცგამოშვების დაწყებამდე მოხდა. განცხადება გამოაქვეყნეს ონლაინმედიასაშუალებებმა, ვინც საგანგებო რეჟიმში მუშაობდა იმ დროიდან, როცა სტიქიის შემოტევა დაიწყო. იმ დროისთვის, როცა შსს-მ განცხადება გაავრცელა, არაფერი იყო ნათქვამი არათუ მსხვერპლის, არამედ დაშავებულების შესახებაც კი. განცხადებაში საცხოვრებელი სახლებიდან და სახელმწიფო დაწესებულების შენობებიდან წყლის ამოტუმბვაზე იყო აქცენტი გაკეთებული და არაფერი იყო ნათქვამი არც ზოოპარკის დატბორვაზე, არც ცხოველების გაქცევაზე და არც ვერეს ხეობაში დატბორილ სახლებზე. მეტიც, შსს-ს არ ჰქონდა (ან არ ახმაურებდა) ინფორმაცია თავისი უწყების წარმომადგენლებზე - მაშველებზეც კი, რომლებიც იმ დროისთვის, მინიმუმ, უგზო-უკვლოდ დაკარგულებად უნდა ყოფილიყვნენ გამოცხადებული (როგორც ცნობილია, მაშველებმა მოქალაქეების გადასარჩენად თავი გაწირეს და დაიღუპნენ):

wy4.jpg

 

პირველი ცნობები მსხვერპლის შესახებ, ისიც, სავარაუდო - "კურიერის" სპეცგამოშვებაში გაჩნდა.

 

ჟურნალისტებმა ოფიციალურ პირებს მიასწრეს ყველგან, სადაც ცხელი წერტილი იყო: გმირთა მოედანზე, სვანიძის ქუჩაზე, ზოოპარკთან, ახალ გზაზე. საქართველოს პრემიერმინისტრი პირველად სტიქიის ზონაში დაახლოებით სამი საათისთვის გამოჩნდა...

 

და ბოლოს, ფოტო, ისევ მუსია ქებურიას გადაღებული, ამჯერად, წარსულში რაკურსით: ამ ფოტოზე ერთი და იგივე ადგილი ჩანს - იმ ტრაგედიის ადგილი, რაც ზემოთაა აღწერილი. ამასთან, პირველი ფოტო 2014 წლის შემოდგომაზეა გადაღებული, მეორე კი, იგივე რაკურსით, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ. ვფიქრობთ, ამ ფოტოების შედარებითაც კი ადვილი აღსაქმელია ტრაგედიის მასშტაბები...

vere-kolage.jpg

 

"აფხაზეთის ხმა"

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !