წარმატებული სპეცოპერაცია: შალვა აბულაძის გაქცევის მცდელობა პოლიციამ აღკვეთა

Image

ბორჯომის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე დააკავეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევა უაზრობად მიიჩნია, თუმცა, შეიარაღებული იყო. ამ ვერსიას არ იზიარებს შს მინისტრი და სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრობს. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი ბორჯომის თავზე გამთენიას გამოჩნდა. იმ დროისთვის არდაგანის დასახლებაში უკვე დაწყებული იყო ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის აყვანის სპეცოპერაცია.

 

სახლი, სადაც შალვა აბულაძე ბოლო დღებში იმალებოდა რამდენიმე საათი სამართალდამცველების ალყაში იყო მოქცეული. ოფიციალური ინფორმაციით ძებნილმა აბულაძემ გაქცევაც სცადა, თუმცა უცნობია მიმალვის მცდელობისას ისროლა თუ არა მან პოლიციის მისამართით. 

 

მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სროლის ხმა არ გაუგიათ, თუმცა კრიმინალისტები აბულაძის სამალავზე ნატყვიარებს რამდენიმე საათი სწავლობდნენ. შემთხვევის ადგილიდან პოლიციამ ორი ცეცხლსასროლი იარაღი და ერთი ხელყუმბარა ამოიღო.  

 

მიტოვებული სახლი, სადაც შალვა აბულაძე იმალებოდა დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, შენობა მის ნაცნობს, რობერტ მიქაელიანს ეკუთვნის.

 

მფლობელი დღეს ადგილზე არ იმყოფებოდა, ადგილობრივებს მიქაელიანი რამდენიმე თვეა არ უნახავთ.

 

ჯერჯერობით უცნობია რამდენი დღეს იმალებოდა აქ აბულაძე, თუმცა, სავარაუდოდ, ის მარტო იყო.

 

დაკავებული აბულაძე თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს. გაძლიერებული დაცვის თანხლებით ის თავდაპირველად ორთაჭალაში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გადაიყვანეს.

 

შალვა აბულაძე ამ დროისთვის სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში ყავთ. მას უკვე გააცნეს ბრალის დადგენილება. პროკურატურა აბულაძეს ბორჯომსა და თბილისში ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. ბრალის გაცნობას აბულაძის სახაზინო ადვოკატიც ესწრებოდა.

 

შს მინისტრის პირველი მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის, შალვა აბულაძის დაკავება უსისხლოდ მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ აბულაძემ გაქცევა სცადა.

 

იზორია სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ დამნაშავე თავად ჩაბარდა  და „მაესტროს" ეთერში სპეცოპერაციის დეტალებს იხსენებს.

 

„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შალვა აბულაძე სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა და ზარი განახორციელა, ტყუილია. ასევე საუბარი იმაზე, რომ აბულაძის შევიწროება უკავშირდება მის ბიზნეს-საქმიანობას, სასაცილო ფაქტია.

 

იმ უბედური შემთხვევის შემდეგ შს სამინისტრო ოპერატიულად ახორციელებდა ძებნის ოპერაციას, რომელსაც შს მინისტრი ხელმძღვანელობდა. ჩვენ გვქონდა რამოდენიმე ინფორმაცია და ამის ირგვლივ ვმუშაობდით.

 

ისიც ავღნიშნეთ, რომ აბულაძე არასტაბილურობით გამოირჩეოდა და ხშირად გადაადგილდებოდა. რამდენჯერმე ჩვენ ცხელ კვალზე შევძელით იმ ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება, სადაც ის იმყოფებოდა, მაგრამ ამ სპეციფიკიდან გამომდინარე აბულაძე ტოვებდა ადგილსამყოფელს. 

 

დღეს შედეგიანი სპეცოპერაცია განვახორციელეთ. ბრალდებული ალყაში მოვაქციეთ, მან შეიარაღებულმა სცადა მიმალვა. პოლიციამ თავდაცვის მიზნით განახორციელა რამდენიმე გასროლა, ეს იყო პოლიციელების მხრიდან განხორციელებული გასროლა, თუმცა მას წინ უძღოდა ბრალდებულის მხრიდან გაქცევის მცდელობა. მას აღმოაჩნდა ორი პისტოლეტი და ერთი ხელყუმბარა."- განაცხადა ლევან იზორიამ.

 

"რუსთავი-2", "მაესტრო".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !