აბულაძის ადვოკატი: პოლიციელების მიერ მოკლული ადამიანები უფრო მეტნი არიან, ვიდრე მოკლული პოლიციელები

Image

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ პოლიციის შესახებ კანონი ისედაც მკაცრია და მისთვის გაუგებარია, რატომ საუბრობენ მის კიდევ უფრო გამკაცრებაზე.

 

ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ აბულაძეს შეგნებულად წარმოაჩენენ მონსტრად, მაშინ როცა ბრალდებას არანაირი არგუმენტები არა აქვს მის წინააღმდეგ.

 

მამუკა ნოზაძე, რომელსაც გამოცემა „ფოსტალიონი“ ესაუბრა, მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 2012 წელს გამოსული ამნისტია, რომელმაც მას სასჯელი გაუნახევრა, სწორად შეეხო და აბულაძის დადებით თვისებებზე და საქმიანობის დეტალებზე საუბრობს:

 

„2012 წელს ამნისტიის შესახებ კანონი მიიღეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ კი, სწორად შეუფარდა მას ამნისტია და გაუნახევრა სასჯელი. აბულაძე იყო ბიზნესმენი.

 

მას ჰქონდა სასტუმროები, აქირავებდა ფართებს და ფინანსურად შეძლებული იყო, ამიტომ ციხეში ყოფნის დროს შექმნა პატიმართა დახმარების ფონდი, საიდანაც მათ ფინანსურად ეხმარებოდა, ანგარიშზე ურიცხავდა ფულს მედიკამენტებისა და სურსათის შესაძენად.

 

გარდა ამისა, თანხებს აძლევდა საკუთარ პედაგოგებს და ბორჯომში ატარებდა ლიტერატურულ კონკურსებს. გამარჯვებულ, წარჩინებულ 10 მოსწავლეს 1 წლის სტიპენდიას აძლევდა და ა. შ. ამას აკეთებდა აბულაძე ციხიდან, საკუთარი ოჯახის დახმარებით.

 

თავადაც წერდა წიგნებს და გამოსცემდა კიდევაც, ამიტომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სარგებლობდა კარგი რეპუტაციით. ასე, რომ სიცრუეა, როცა ამ ადამიანს მონსტრად წარმოსახავენ. ირაკლი სესიაშვილმა მას ბრეივიკი უწოდა და ასეთი რამ როგორ შეიძლება?“, - კითხულობს ადვოკატი.

 

მამუკა ნოზაძის თქმით, ის, რასაც სააკაშვილი „ნულოვანი ტოლერანტობის“ დროშის ქვეშ გულისხმობდა, დღესაც აქტუალურია და ირაკლი ღარიბაშვილის პირით გაჟღერდა. ამის საფუძველზე ადვოკატი აცხადებს, რომ ქვეყანას ისევ პოლიცია და პროკურატურა მართავს:

 

„ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ეს მსოფლიოში არის აპრობირებული. ციხიდან გათავისუფლების მერე ვიღაცა დანაშაულს თუ ჩაიდენს, ამის გამო არავინ უნდა გავათავისუფლოთ? არიან პატიმრები რომლებსაც ამნისტია არ შეხებიათ, სასჯელი ბოლომდე მოიხადეს, მაგრამ მერე კიდევ ჩაიდინეს დანაშაული და ამნისტია რა შუაშია?“;

 

„პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში გაიჟღერა სიტყვა ლიკვიდაციამ. მან თქვა, ის ან ციხეში უნდა იყოს და ან ერთ ადგილზეო. ერთი ადგილი არის სასაფლაო. არცერთ სამართლებრივ ქვეყანაში, ქვეყნის პირველი პირები, მსგავს რამეს არ განაცხადებენ. სტატისტიკურად პოლიციელების მიერ მოკლული ადამიანები უფრო მეტნი არიან, ვიდრე მოკლული პოლიციელები და მათ კანონი რომ არ იცავდეს, ასე ვერ იქნებოდა.

 

ხშირია პოლიციელების ყაჩაღობის ფაქტები, რაზედაც განაჩენებია გამოსული და ახლა რაიმე სენსაციურს არ ვლაპარაკობ. ფაქტობრივად ქვეყანას ისევ პოლიცია და პროკურატურა მართავს და ეს ყველაფერი მიმართულია საზოგადოების საწინააღმდეგოდ. ამ სცენარით დაიწყო ნაცმოძრაობამაც ძალადობრივი რეჟიმის დაყარება და როგორც ჩანს, ახლაც იქით მივდივართ.“, - მიიჩნევს ადვოკატი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !