
ვაკე–საბურთალოს გზაზე, დაახლოებით ერთი საათის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, ნასვამი მძღოლია.
წინასწარი ვერსიით, ნასვამმა მძღოლმა, რომელიც მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილდებოდა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და შუქნიშნის ბოძებს შეეჯახა, ორი ბოძის მოგლეჯის შემდეგ კი ტროტუარზე ავარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტროტუარზე ქვეითად მოსიარულეები არ მოძრაობდნენ, თავად მანქანაში მყოფი მძღოლი და საშუალო ასაკის ქალბატონი, რომელიც მძღოლის მეუღლე აღმოჩნდა, არ დაზიანებულან.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი გამოცხადდა, მძღოლი ნარკოლოგიურ დისპანსერში, ალკოჰოლური თრობის ტესტირების ჩასატარებლად გადაიყვანეს.
შენიშვნა: ფოტო შერჩეულია შემთხვევითი ძებნის პრინციპით და მასალას უკავშირდება თემატურად