ირმა ინაშვილი: "ვინ იქნება შემდეგი, ჯერ არ ვიცი, თვითონაც არ იციან, შერჩევის პროცესში არიან..."

Image

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მომავალში კიდევ რამდენიმე მკვლელობაა დაგეგმილი, თუმცა, ვერ აკონკრეტებს, ვის მოკლავენ. 

 

ამის შესახებ ინაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა და დაამატა, რომ "მკვლელობების დამკვეთი სააკაშვილია, რომელიც კიევში ზის". მისი თქმით, არსებობენ ძალები, რომლებსაც შესწევთ უნარი, "საქართველოში ჩამოიყვანონ ყველა უბედურების მოთავე სააკაშვილი და ადეიშვილი" და თუ ხელისუფლებას არ შესწვს უნარი, ეს გააკეთოს, თავად ხალხი და "პატრიოტთა ალიანსი" გააკეთებს ამას.

 

შეკითხვაზე, კონკრეტულად ვინ იქნება მკვლელების მორიგი ადრესატი, ირმა ინაშვილმა უპასუხა, რომ ეს მოგვიანებით ეცოდინება:

 

"არ ვიცი, ვინ იქნება შემდეგი. იმიტომ არ ვიცი, რომ ჯერ მათაც არ იციან, შერჩევის პროცესში არიან. როგორც კი შეარჩევენ, მეცოდინება და ისევ მათივე გარამოვისგან მეცოდინება, სხვათა შორის", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

შეგახსენებთ, მანამდე ინაშვილმა "იმედის კვირაში" დაუგეგმავი ჩართვის დროს განაცხადა, რომ მის მოკვლას დიღმის ტრასაზე საპირისპიროდ მომავალი მანქანის დაჯახებით აპირებდნენ, რასაც კომენტარები მოჰყვა, რომ იქ მოძრაობა ცალმხრივი იყო და შეჯახება ვერ მოხდებოდა. რამდენიმე დღის წინ კი "ობიექტივის" ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ უშუალოდ მიმართა შს მინისტრს, გამოუყოს  პირადი დაცვა, რადგან, მისი თქმით, ნაციონალებისგან მის ლიკვიდაციას ელოდება. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !