რა საერთო აქვს კორიდასთან და მატადორებთან პრემიერის ვიზიტს სამეგრელოში?

Image

"ქრონიკა+" სამეგრელოში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის კულუარულ დეტალებზე წერს. როგორც ცნობილია, ზუგდიდიდან ანაკლიაში მიმავალ ირაკლი ღარიბაშვილს წითელი ბარათები დაახვედრეს, თუმცა, იყო სხვა კურიოზებიც.

 

"უშუალოდ ანაკლიაში, იმ ადგილს, სადაც ღარიბაშვილი უნდა გაჩერებულიყო და მშენებლობისა და ანაკლიის პორტის დაგეგმვის შესახებ ინფორმაცია უნდა მოესმინა, ძალოვნებმა რამდენიმე საათით ადრე შემოარტყეს ალყა და შიგნით არავის უშვებდნენ.

 

მაშინ ადგილობრივმა „პროტესტანტებმა“ სხვა გზა მონახეს: სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაწყებული მშენებლობების ბოლო ნაწილზე მოექცნენ და წითელი ბარათები იქ გამოფინეს, რომლებსაც პრემიერი ჯიუტად არიდებდა თვალს. უფრო კრეატიულები ზღვაში ნავითაც გავიდნენ, სადაც დიდი წითელი ნაჭერი ჰქონდათ გამობმული: ნაპირიდან ესეც მშვენივრად ჩანდა...

 

ანაკლიაში არნახულად აქტიურობდა პრემიერის დაცვა: ასე მაგალითად, მათ ერთი მამაკაცი პირდაპირ ჰაერში ასწიეს, როცა ის ღარიბაშვილთან მიახლოებასა და წერილის გადაცემას ცდილობდა. საინტერესო ის იყო, რომ იმ პირებს, ვინც სააკაშვილის დაცვის უხეშობაზე მოთქმით გოდებდა, ამაზე ხმაც არ ამოუღიათ...

 

და ბოლოს, კიდევ ერთი, კომიკური დეტალი: პრემიერის ვიზიტის წინადღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა სამსახურის მუშაკებს თათბირი ჩაუტარეს, იქედან ნაწილი აარჩიეს და ზუგდიდი-ანაკლიის გზის ყოველ 500 მეტრიან მონაკვეთზე დგომა უბრძანეს.

 

რატომ? თავს ნუ გადაიღლით, ვერ გამოიცნობთ: მათ საქონლის დაფრთხობა ევალებოდათ, ანუ, იმის უზრუნველყოფა, რომ ესკორტის ჩავლის დროს ახლომახლო არცერთი ძროხა, კამეჩი და ღორი არ ყოფილიყო. რადგან სამეგრელოში ადგილობრივებს უფრო მეტად ძროხები ჰყავთ ხოლმე, ეს აქციაც სწორედ ძროხების წინააღმდეგ მიმართული გამოვიდა.

 

საჯარო მოხელეები ხუმრობდნენ კიდეც, ეტყობა, ჩვენს პრემიერს დედოფლისწყაროში ძროხები არ უნახავსო,ხოლო ერთი ზუგდიდელი კოლორიტი ხუმრობის ხასიათზე დადგა, გზაზე გამწკრივებულ საჯარო მოხელეებს ჩამოუარა და მათ ურჩევდა, წითელი ნაჭრები მოემარაგებინათ, ოღონდ არა „წითელი ბარათის“, არამედ „წითელი ნაჭრის“ სახით, იმ შემთხვევისთვის, თუ გზაზე არა „დედალი ძროხა“, არამედ „მამალი ძროხა“ ანუ ხარი შეხვდებოდათ:

 

„აუფრიალებთ ნაჭერს მატადორებივით და გაიტყუებთ ტრასიდან, მაგარი მეთოდია, იდეისთვის წახალისება მეკუთვნის“, - ეუბნებოდა ენაკვიმატი ზუგდიდელი მათ..."

 

გაზეთი "ქრონიკა +"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !