ოცნებაგაწბილებულები

Image

ოცნებას კაცი არ მოუკლავს. არც ოცნებათა გაწბილებას. ასე რომ, ესეც ჩაივლის და სულ ცოტა ხანში დარჩებიან გახუნებული ოცნება და ოცნებაგაწბილებულები. 

 

აქედანვე ვიტყვი, რომ არც სათაური და არც სტატია ნიშნის მოგების შემცველი არ არის - ფაქტის აღნიშვნა ნიშნის მოგებას არ ნიშნავს.

 

გურამ დოჩანაშვილის ცნობილ მოთხრობაში, კაცს, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, იმის საზომად, რამდენად ღირებულია ნაწარმოები ან თუნდაც, ფრაზა, თავისებური და უცნაური მეთოდი ჰქონდა. ალბათ, ცოტა თუ არის ისეთი, ვინც არ იცის, რა მეთოდი იყო ეს, მაგრამ მაინც დავაზუსტოთ: მას მარცხენა ხელზე, მაჯიდან იდაყვამდე, ბურძგლავდა. მოთხრობაში ერთ-ერთი კეჟერაძე ამ მეთოდის დემონსტრირებას „დონ კიხოტის“ მაგალითზე ახდენს.

 

ვასიკო კეჟერაძის მეთოდის გამოყენება ჯერ არავის უცდია პოლიტიკაში, მაგრამ მათ, ვინც არჩევნებზე 41 ნომერი შემოხაზა, მსგავსი ექსპერიმენტი რომ ჩაუტარო, ანუ, მარცხენა მკლავი აუკაპიწო და მკაფიოდ, გამოთქმით უთხრა: „ქართული ოცნება“, დარწმუნებული ვარ, დაბურძგლულთა რაოდენობა თვალშისაცემად ნაკლები იქნება, ვიდრე არჩევნებამდე...

 

ვასიკოსი არ იყოს, მეც ამის საზომად ჩემი ფიქსატორი მაქვს და ეს, არც მეტი, არც ნაკლები - ინტერნეტპორტალებზე გამოქვეყნებული სტატიების კომენტარები და თავად პორტალების მიერ შემოთავაზებული გამოკითხვებია. კომენტარები იმიტომ, რომ მაღალრეიტინგულ საიტებს ორივე პოლიტიკური ვექტორის მკითხველი ჰყავს და, კომენტარებსაც ორივე პოლიტიკური მიმართულების მკითხველები წერენ, ხოლო გამოკითხვები კი იმიტომ, რომ ძირითადად, მსგავსი გამოკითხვების გაყალბება არ ხდება და მეტნაკლებად ასახავს რეალობას.

 

კომენტატორებით დავიწყოთ. ამ სტატიის ავტორი ერთ-ერთი მათგანია, ვინც თავის და სხვათა სტატიებზე კომენტარებს ჯერ კიდევ იმ დროიდან აკვირდებოდა (და ხშირად პასუხობდა კიდეც), როცა „ქართული ოცნება“ ქართული პოლიტიკის ჰორიზონტზე არათუ არ ჩანდა, არც კი ილანდებოდა.

 

პირველი და, ალბათ, უკანასკნელი ქართველი მილიარდერის პოლიტიკაში გამოჩენისთანავე მის მიმართ აღტაცებულთა სიმრავლე თვალშისაცემი იყო მისი მისამართით ოდნავ კრიტიკული სტატიის გამოქვეყნების შემდგომ დაწერილ კომენტარებში. ბატონი ბიძინა მაშინ, შეიძლება ითქვას, აშკარა ხელშეუხებლობის იმუნიტეტით სარგებლობდა კომენტატორებში: კრიტიკული სტატიის ავტორს ლანძღავდნენ, თათხავდნენ, მოსყიდულსა და სულგაყიდულს ეძახდნენ...

 

ივანიშვილის ხსენებაზე მკლავდაბურძგლულთა რიცხვი მაშინ იმდენად დიდი იყო, რომ პირველივე პრესკონფერენციაზე მის მიერ გამოვლენილი ქედმაღლობა და უტიფრობა ჟურნალისტების მისამართით მაშინვე ჩაითვალა მის პირდაპირობად.

 

მაშინ ყველამ ჟურნალისტების აჟიტირებულობაზე გაამახვილა ყურადღება და მთავარი ყველას გამორჩა: რომ მათ წინაშე იჯდა ხელისუფლებაში მოსვლის მსურველი მილიარდერი, რომელიც იქედანვე ავლენდა უზურპატორის თვისებებს...

 

მოგვიანებით, როცა დამოკიდებულება მსგავსი თუ სხვა ფორმებით განმეორდა, კომენტატორები ისევ და ისევ აღნიშნავდნენ, რომ ის („დაე, იყოს იგი მუდამ ჯანმრთელი, უვნები და საღი“) ყველა ჟურნალისტს არ ექცეოდა უხეშად და მხოლოდ ისეთებს არჩევდა, ვისი მედიასაშუალებაც საზოგადოების ნდობით ვერ დაიკვეხნიდა...

 

პირველი „ეს ვინ ყოფილა“ დამოკიდებულება კომენტარებში პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლიდან ორ-სამ თვეში გამოჩნდა. მოაზროვნე კომენტატორებმა, რომლებიც, ბუნებრივია, თვალყურს ადევნებდნენ სხვადასხვა საიტზე გამოქვეყნებულ „მარგალიტებს“ და, რა თქმა უნდა, ვიდეომასალასაც ეცნობოდნენ, ჯერ „ნეიტრალურ“ კომენტარებს მოუხშირეს, მერე კი „მიშა უარესია“-ზე გადავიდნენ.

 

როცა პასუხად მიიღეს, მიშა უკვე რვა წელია, მანდაა და ეს კაცი თვეების წინ მოვიდა და უკვე იმდენი „მარგალიტი“ დააგროვა, მიშა ორ იმდენ ვადაშიც კი ვერ მოასწრებს მაგდენსო, ჯერ გაჩუმდნენ, მერე კი ნიკი შეიცვალეს და ბიძინას ლანძღვა დაიწყეს: ჯერ მოზომილად, მერე უფრო თამამად და ბოლოს, თაზეხელაღებითაც...

 

ეს დაკვირვება რომ ანალიზის შედეგია და ყურით მოთრეულ, ან თუნდაც, თითიდან „გამოწუწნულ“ ვარაუდებზე არ დაწერილა, ამ სტატიის კომენტარებიტაც დარწმუნდებით, თუ გამოქვეყნებიდან, ვთქვათ, ორ საათში შემოიხედავთ და ჩაუყვებით: სიტუაცია და ძალთა თანაფარდობა აშკარად შეიცვალა. ამასთან, დავამატებ, რომ ყოფილი მკლავდაბურძგლულები, რომლებიც დღეს „ქართულ ოცნებას“ დებენ სამარეში, სულაც არ გამხდარან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები - ერთ დროს მმართველმა პარტიამ ესეც კარგად უნდა გაითვალისწინოს...

 

არაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ, ჩვენსავე ნაცნობ-მეგობრებში - რამდენად სწრაფად იზრდება ოცნებაგაწბილებულთა რიცხვი... 

 

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებიდან ცოტა ხნის შემდეგ, დაპირებული ოცბებების ახდენის ნაცვლად, ოცნებების გაწბილება დაიწყო და ოცნებაგაწბილებულთა რიცხვმა იმატა. იმატა აღსარებებმაც სოციალურ ქსელებში, რომლებსაც კონკრეტული, გვარ-სახელიანი ავტორები ჰყავს.

 

როგორც ჩანს, ხალხს უკვე მობეზრდა სანახაობა, მით უმეტეს, რომ ეს სანახაობა მაინცდამაინც კარგი რეჟისურით ვერ გამოირჩევა და არც მოსახლეობას ხიბლავს, არც საქართველოს უცხოელ პარტნიორებს.

 

პურზე გადასვლის დროა, ბატონებო!

 

ლაშა ბერულავა

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !