„არ დამიმალოთ, მართლა ნაშვილები ვარ?“

Image

სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში 11 წლის ნიკა ჩალაბაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც გაირკვა, თვითმკვლელობის წინადღეს მე-5 კლასის მოსწავლეს თანაკლასელ გოგონასთან კონფლიქტი მოსვლია.

 

„ნიკა ძალიან მოწესრიგებული, კარგი ბიჭი იყო. იმ დღეს, დილით, ის იყო, პირველი გაკვეთილი უნდა დაწყებულიყო, რომ მითხრეს, გარეთ ჩხუბიაო...

 

ნიკას გამოვკითხე ჩხუბის მიზეზი, მითხრა, გუშინ ერთმა მითხრა,  ნაშვილები ხარო. მასწავლებელო, ესე იგი, ნაბიჭვარი ვარო? ბავშვმა ნათქვამი ასე აღიქვა.

 

ნიკას დამშვიდება ვცადე, აბა, რას ამბობ, ვიღაცამ რაღაც სისულელე წამოროშა და შენც დაიჯერე? მშობლები გყავს, ძმა, ხომ იცი, მათ როგორ უყვარხარ-მეთქი. მისი ძმაც ჩვენი სკოლის მოსწავლეა.

 

დიდხანს ვესაუბრე. ცოტა გამხიარულდა, მივხვდი, რომ დამშვიდდა, ხელი მოვხვიე და გაკვეთილზე შევიყვანე. პირველი გაკვეთილი დასრულდა თუ არა, მითხრა, ია მასწავლებელო, კიდევ ჩხუბი რომ არ ატყდეს, ძალიან გთხოვთ, სახლში გამიშვითო.

 

დედა სახლში თუ არ არის, ვერ გაგიშვებ-მეთქი, დედა არ არის, მაგრამ პაპა და ბაბო ხომ არიანო. მართალია, დამშვიდებული იყო, მაგრამ, სანამ დედამისი შინ არ დაბრუნდებოდა, მაინც არ მინდოდა მისი გაშვება. არადა, არ მომეშვა, ძალიან გთხოვთ, წავალ და უფრო მეტად დავისვენებო, გავუშვი, მაგრამ  თანაკლასელი მაინც გავაყოლე.

 

ბიჭის ბებიის თქმით, შვილიშვილი  შინ რომ მისულა, უსადილია, მერე დედისთვის დაურეკავს, სახლში ვარ, ინგლისურს ვიმეცადინებ და მერე მასწავლებელთან წავალო. მერე ბებიამ და პაპამ ბიჭი დღის 2 საათზე სახლის გვერდით ჩამომხრჩვალი ნახეს. ამბობენ, ნიკასთვის მესიჯი მიუწერია ვიღაცას, თავს არ დაგანებებ, მთელი სიცოცხლე არ გაგახარებო...

 

წინადღეს ნიკას მშობლებისთვის უკითხავს, არ დამიმალოთ, მითხარით, მართლა ნაშვილები ვარო? დედ-მამას ძლივს დაუწყნარებია ბიჭი. მერე დედამისს იმ ბავშვის მშობლებთან დაურეკავს და მათ შორის შელაპარაკებაც მომხდარა. საღამოს კი მე დამირეკა, ნიკაზე წუხდა.

 

თანაკლასელ გოგონას უთქვამს. რომ ჰკითხეს, ასეთი რამ რატომ უთხარიო, ასე ამბობენ ჩემი მშობლებიო...“ - აცხადებს  კლასის დამრიგებელი ია პაპიაშვილი.

 

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. ძალოვანებმა უკვე დაჰკითხეს სკოლის დირექტორი და პედაგოგი, ასევე ბავშვის მშობლები, კლასელები. გამწარებული ოჯახი დამნაშავე ბავშვების დასჯას ითხოვს.

 

„კვირის პალიტრა“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !