
გადაცემაში „პოლიტიკის დრო“ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ საკნიდან ვანო მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის თემაზე გამოძიების დაწყება უფრო სწორი იქნებოდა, ვიდრე არდაწყებაა.
„როცა ადამიანი არა ზოგად, არამედ იდენტიფიცირებად ინფორმაციას იუწყება, ამაზე გამოძიება უნდა დაიწყოს. მე არ ვიცი, რატომ არ დაიწყო გამოძიება, მაგრამ მისი დაწყება უფრო სწორი იქნებოდა, ვიდრე არდაწყება იყო. იმის მიუხედავად, ეს სიმართლეა თუ არა, გამოძიება უნდა წარმართულიყო“, – ამბობს არჩილ კბილაშვილი.