„ნინამ შეიძლება წყნარად გადაიდოს ფეხი ფეხზე და აქეთ აცეკვოს თავის გემოზე ეს პროვოკატორი დიაცები“

Image

ვახტანგ რჩეულიშვილმა სოციალურ ქსელში სწორედ ის ფოტო ატვირთა, რომელზეც ის და ნინა შოუ „ორი ვარსკლავში“ მონაწილეობის დროს არიან გადაღებული.

 

ნინას და რჩეულიშვილის სურათი მთავრობის სახლის წინ 6 მარტს ცენტრ-პოინტის წინნაღმდეგ გამართულ აქციაზე გამოფინეს მონაწილეებმა და „თაღლითები“ მიაწერეს.

 

„ასე ააფრიალეს ნინას და ჩემი სურათი პროვოკატორებმა მთავრობის სახლის წინ 6 მარტს გამართულ აქციაზე: (კადრი შარშანდელი "ორი ვარსკლავის" შოუდან ).

 

მეცოდებიან ეს ტვინდაბნეულები, კრიმინალების ორგანიზებულ ამ პროვოკაციას რომ აყვნენ - ნინამ სასამართლოში თუ უჩივლა აქციის მომწყობებს "თაღლითები" წარწერის ქვეშ აქციაზე მისი სურათის გამოტანაზე, ხომ ისეთ ვალს დაადებს, რომ მიღებული ბინების გაყიდვითაც ვერასოდეს დაფარავენ!

 

ამიტომაც ნინას შეუძლია ერთი კარგი ვექილის დაქირავება, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2-3 მილიონი კომპენსაციის მოთხოვნა და მიღება. ვინაიდან აქციაზე გაისმა მოწოდება ძალადობისაკენ: გაუბედურებული ქალი ბენზის ისხამდა, აქციის მონაწილეებმა ის პროვოკაციულად ცენტრ-პოინტის დაზარალებულად გამოაცხადეს, როდესაც ის ცენტრ-პოინტის კლიენტი არასოდეს ყოფილა და მათივე კრიმინალი ამფსონის, სააკაძის მოედნის ამხანაგობის თავმჯდომარის თაბუკაშვილის მიერ იყო დაზარალებული და სწორედ მას უჩიოდა.

 

ამ ფონზე აქციის მონაწილეებმა "რჩეულიშვილები"-ს -ანუ ყველასი, ვინც პლაკატზეა გამოსახული-რუსუდან კერვალიშვილიც კი ამ "რჩეულიშვილებში" გადის და ეხლა უკვე ნინაც - ბენზინის გადასხმისაკენ და დაწვისაკენ მოუწოდეს საჯაროდ. ასეთი მძიმე დანაშაულის და

 

ძალადობრივი მოწოდების გამო აქციის მონაწილეთა ქონებას ყადაღა დაედება (20 კაცის ბინა რომ 50 000$ შეფასდეს ეს უკვე მილიონია).

 

ნინამ შეიძლება არც გაყიდოს ეს ბინები და გააქირაოს თითოეული მინიმუმ 300$ თვეში და ესეც შენი 6000$ თვეში ექნება შემოსავალი, საიდანაც 5% ბიუჯეტში გადაიხდის (დაბეგვრა ხომ შემცირდა) და მერე წყნარად გადაიდოს ფეხი-ფეხზე (ლამაზი ფეხებით კი დააჯილდოვა უფალმა) და აქეთ აცეკვოს თავის გემოზე ეს პროვოკატორი დიაცები, შურითა და ბოღმით რომ სკდებიან!

 

ხომ იქნებიან ღირსები? მე პირადად აუცილებლად ვუჩივლებ მოძალადეებს, რომელთა თავკაცებიც ყველანაირად ცდილობენ, რომ ცენტრ-პოინტის წარმატებული რეაბილიტაცია შეაჩერონ და მისი ქონება დაისაკუთრონ სხვა კლიენტების გაძარცვის ხარჯზე, ამისათვის კი პროვოკაციას, მუქარასა და შანტაჟს არ ერიდებიან!“ - წერს ვახტანგ რჩეულიშვილი. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !