
ინტერნეტმედიაში ვრცელდება „X Factor“-ის ჟიურის ახალი წევრის, ანრი ჯოხაძის ფრთიანი და თამამი გამონათქვამები, რომლებიც მკითხველში ხალისიან განწყობას და ღიმილს იწვევს.
1. სტალინი რომ ცოცხალი იყოს, ამას არ დაუშვებდა.
2. ლიზამ გაგვიჩხირა ბოლომდე.
3. ქართველების სარძლოს უარს ვერ ვეტყვი.
4. ერთი პირობით გეტყვი კის, თუ ჩეროში დამაბამ.
5. მე არ ვიცი თქვენს იქსებს სად ხედავთ, მაგრამ მე თქვენს მუსიკალურობას ყლინჯში ვხედავ.
6. ამ ყურებისა და ამ ყველაფრის გამო გეუბნები ,,აცხას”.
7. აფრებიც წაიღო, გემიც წაიღო, ლეილაც წაიღო, ნამდვილი ვამპირია.
8. აფრებგაშლილი კი.
9. კოპლებიანი არა.
10. სიმღერის ნაცვლად შემოგვთავაზე გარკვეული სახის აერობიკა.
11. განა როგორ უნდა გძულდეს მისი უდიდებულესობა მუსიკა, რომ ასე იმღერო.
12. მე მგონია, რომ „X Factor“-ი მკერდში უფრო გაქვს.
13. შენს მკერდს არას ვერ ვეტყვი.
14. ადამიანს, რომელსაც ბიონსეს გაჟიმვა უნდა, არა როგორ უნდა ვუთხრა?
15. ერთი საჯდომით ორ ცხენზე ვერ დაჯდები.
16. ერთი დიდი ყური ვარ.
17. ასეთი ნამღერით თქვენ მე დამიმახინჯეთ ცხოვრების რამდენიმე წუთი.
18. ვინ გირჩია „X Factor“-ში მოსვლა? შეგიძლია სასამართლოში უჩივლო.
19. ისმაილ, შენ ხარ მასობრივი წამების იარაღი.
20. ასეთი ნამღერი უმაღლეს სასჯელად უნდა დააკანონონ.
primetimenews.ge/