
„გურია ნიუსის“ წყაროს ცნობით, ყოფილი პატიმარი პოლიციის უფროსის მძღოლს მის დაჭერაში ადანაშაულებდა და ჯავრი იმით იყარა, რომ თ. რ-ს უკნიდან მიეპარა და თვალში დანა ჩაარტყა.
თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, წაქცეულს წიხლებიც ურტყა, რადგან დაზარალებულს ნეკნებიც ჩამტვრეული აქვს.
პოლიციის უფროსის მძღოლის მდგომარეობა მძიმეა.
იგი ქუთაისის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.