უკრაინის უმაღლეს რადაში დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა,-ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
პრესის ინფორმაციით, რადიკალური პარტიის ლიდერი, ოლეგ ლიაშკო თავის ძველ კოლეგას სერგეი მელნიჩუკს დაუპირისპირდა.
ლიაშკოს თქმით, მენიჩუკმა მას სახეში გაარტყა. მანამდე კი ლიაშკომ მენიჩუკი გვამს შეადარა, მისი თქმით, მან მოატყუა ამომრჩეველი, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შეხლა-შემოხლის გამო, რადას სპიკერი ვლადიმერ გროისმანი იძულებული გახდა სესია დაეხურა, რის შემდეგაც ფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზის გარეთ გაგრძელდა.