
ბათუმში, ხიმშიაშვილისა და გორგასალის ქუჩის კვეთაში მამაკაცი იპოვეს, რომელიც უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. გავრცელებული ვერსიებით ის ან სასტიკად ნაცემი იყო ან დაჭრილი.
ახლოს მდებარე სახლების მაცხოვრებელთა თქმით, ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. ამ დროისათვის ის სავამდყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს.
დაზარალებული იქვე ცხოვრობს. ერთ-ერთი ვერსიით, სახლიდან გამოსულ მამაკაცს იქვე დახვდნენ და ის სასტიკად სცემეს და დაჭრეს.