-
2015-03-01 15:17
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირობას დებს, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობაში დამნაშავეები და მისი ორგანიზატორები სათანადოდ დაისაჯებიან.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ლიდერმა ნემცოვის დედას სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
,,მიიღეთ ჩემი ღრმა თანაგრძნობა აუნაზღაურებელი დანაკარგის გამო. გულწრფელად ვიზიარებ თქვენ მწუხარებას. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ამ მზაკვრული და ცინიკური მკვლელობის ორგანიზატორები და დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯონ", - წერს პუტინი სამძიმრის წერილში.
წერილში პუტინი ასევე წერს, რომ ნემცოვმა თავისი კვალი დატოვა რუსეთის ისტორიაში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
,,მას წილად ხვდა ემუშავა მნიშვნელოვან პოსტებზე ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე პერიოდებში. ის ყოველთვის პირდაპირ ამბობდა თავის პოზიციას და იცავდა თავის აზრს."–ნათქვამია სამძიმრის წერილში.