ერთი დოლარი 2,23 ლარი ღირს. ,,ეროვნულმა ბანკმა" ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი გუშინ საღამოს დაადგინა. დღეიდან 1 დოლარის შეძენა, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2 ლარი და 14 თეთრის ნაცვლად, 2 ლარად და 17 თეთრად არის შესაძლებელი.
თუმცა სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლითი კურსი 2.20-ის ფარგლებშია. კომერციულ ბანკებში კი ლარის გაცვლითი კურსი დღეს 2.23-ია დოლართან მიმართებაში.