თბილისის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციის აღკვეთისთვის ხელისუფლებას მადლობას უხდიდა და თავად აქცია „სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულს“ უწოდებდა.
ამის დამადასტურებელი ჩანაწერი აუდიოფაილის სახით მოიპოვება და ის „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ლოგოთი ვიდეოპორტალებსა და სოციალურ ქსელებშიცაა ატვირთული.