-
2015-02-01 03:40
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეს, მაიორ ამირან ცერცვაძეს, რომელიც რეზერვის ოფიცერია და ამჟამად შვილთან ერთად ცხოვრობს ომის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს მიერ გადაცემულ ბინაში, საცხოვრებელი ფართის დატოვებას სთხოვენ.
როგორც მაიორი ამბობს, 2013 წლის ივლისში თავდაცვის სამინისტრომ მისთვის ნაჩუქარი ბინა ბალანსიდან მოხსნა და ძმებზე ავთანდილ და ლაზარე ჯორბენაძეებზე გააჩუქა. ჯორბენაძეები მილიონერები არიან.
მეორე ოჯახი, რომელიც კორპუსიდან გასახლებას ექვემდებარება, სოციალურად დაუცველ ავთანდილ ლომაძის ოჯახია, რომელიც მრავალშვილიანია. დავა ამჟამად სასამართლოში მიდინარეობს.