„დასაბანი თავი რომ ჰქონდა, იმისთვის არ მითქვამს, რომ გული მეტკინა მისთვის, მართლა დასაბანი თავი ჰქონდა“

Image

გია ჯაჯანიძის გადაცემაში კესარია აბრამიძემ და იუნა შაფათავამ ერთმანეთს  შეურაცხმყოფელი სიტყვები აკადრეს.

 

„primetimenews“-თან ინტერვიუში კესარიაც და იუნაც კონფლიქტის მიზეზებზე საუბრობენ.

 

„მადლობა მინდა გადავუხდო ადამიანებს, რომლებიც „ფეისბუქზე“ მწერენ და სიყვარულს გამოხატავენ ჩემ მიმართ.

 

რაც შეეხება იუნას, მისი მხრიდან აგრესია  ძველ ამბავს უკავშირდება. იუნა შოთიკო კალანდაძის ფილმის გადაღებიდან მოდის. შოთიკოსთან ჩემ ჩასაწერად მოვიდა „კურიერის“ ჟურნალისტი, მარი. იქ იყო იუნაც. სწორედ იქ გავიცანით ერთმანეთი. იუნა გაბრაზდა იმის გამო, რომ ჟურნალისტმა ინტერვიუ მთხოვა მე და არა მას.

 

მან მე პირადად მომაყენა შეურაცხყოფა და ამით ყველა განსხვავებული ორიენტაციის ადამიანი შეურაცხყო. იურისტებმაც ნახეს ეს გადაცემა და ყველა აღიარებს, რომ იქ არის ჰომოფობიური განცხადებები, ირღვევა ჩემი უფლებები. იქ არც გამიგია, დათო ქაცარავას ჩაულაპარაკია ძალიან ცუდი ფრაზა.

 

მე შემიძლია სამართლებრივად მოვითხოვო ამ ყველაფერზე პასუხი. ეს ჩვეულებრივი მუქარაა. მოვიცლი ამ ყველაფრისთვის და მივმართავ სასამართლოს, აუცილებლად მოვითხოვ ამაზე პასუხს.

 

დასაბანი თავი რომ ჰქონდა, იმისთვის არ მითქვამს, რომ გული მეტკინა მისთვის, მართლა დასაბანი თავი ჰქონდა,“ - აცხადებს კესარია აბრამიძე.

 

„ბოდიშს მოვიხდი საჯაროდ. სამწუხაროდ  ქართული კანონმდებლობა, მხოლოდ უმცირესობის უფლელებს იცავს და უმრავლესობა კნინდება.

 

თითქოს სამარცხვინოა, იყო ნატურალი. იურისტი ვარ, უამრავი იურისტი მეგობარი მყავს. გპირდებით, კესარია აბრამიძე აუცილებლად მოიხდის საჯაროდ ბოდიშს ჩემი შეურაცხყოფისთვის…

 

არ მიკვირს არც ბისექსუალი, არც ტრანსგენდერი, არც ბიგენდერი, უბრალოდ, როცა პრეტენზია გაქვს ნატურალურ ქალს შეედარო, ნუ დაგავიწყდება, რა ცხოვრებით ცხოვრობ და ცოტა უფრო მორიდებულად მოიქეცი. მე ვწერ, ვმღერი, ტელეწამყვანი ვარ, მსახიობი, მაგას მხოლოდ იმიტომ აძლევენ შემოთავაზებებს, რომ ტენდენციაა ასეთი მსოფლიოში, უნდა დაიცვან უმცირესობის უფლებები.

 

რატომ მოიგო „ევროვიზია“ კონჩიტამ? იმიტომ რომ უმცირესობების უფლებებს იცავენ. კი ბატონო, დავიცვათ უმცირესობების უფლებები, მაგრამ არც უმრავლესობის უფლებები უნდა დაგვავიწყდეს. ძალიან დიდ პარტივს ვცემ მიქელ ანჯელოს, ლეონარდო და ვინჩს, იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ბისექსუალები, მაგრამ ნიჭიერები. სამწუხაროდ ამ ადამიანს არაფრის ნიჭი არ აქვს.

 

სხვათა შორის, ძალიან ბევრი ნიჭიერი უმცირესობის წარმომადგენელი გვყავს საქართველოში. მიკვირს, რომ ისინი არ ჩანან. ხელოვნების პროფანაციაა იაფასიანი რეიტინგის დაწერა ასეთი მეთოდებით.

 

...ჯერ ერთი ფილმიც საშუალო ხარისხის არის და ამ მომენტებზეც, სადაც კესარია თამაშობს, კარგს ვერაფერს ვიტყვი.

 

 მე მანდ ეროტიკა ვერ დავინახე. ეს იაფასიანი პორნოგრაფია იყო,“ - აცხადებს იუნა შაფათავა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !