გენადი ზიუგანოვს სტრასბურგში გემრიელი ალიყური უთავაზეს

Image

რუსეთის დუმის დეპუტატს, გენადი ზიუგანოვს  სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შენობასთან უკრაინული დიასპორის წევრებმა აქცია მოუწყვეს და სხდომაზე შესვლაში ხელი შეუშალეს.

  

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა დმიტრი ლინკომ არეულობით ისარგებლა, ზიუგანოვს სისხლის მაგვარი სითხე შეასხა და სახეში ალიყური უთავაზა.

 

ასე გააპროტესტეს სტრასბურგში მოქმედი უკრაინული დიასპორის წევრებმა რუსეთის შეიარაღებული აგრესია უკრაინაში.

 

თავად ზიუგანოვი ცემის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ შენობაში შესვლისას მას ორი უცნობი თავს დაესხა, თუმცა სერიოზული არაფერი მომხდარა. ამასთან მან აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ასეთი ინციდენტი ევროსაბჭოს შენობიდან ერთ მეტრში, დახურულ ზონაში მოხდა, სადაც ადამიანების შეშვება სპეციალური საშვებით უნდა ხდებოდეს.

 

ზიუგანოვის მტკიცებებისგან განსხვავებით საპირისპიროს ადასტურებს დმიტრი ლინკოს მიერ გამოქვეყნებული ფოტო, რომელზეც ზიუგანოვი სახეზე ხელაფარებული დგას.

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შენობასთან მოწყობილი აქციის წევრები უკრაინის უმაღლესი რადისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატის ნადეჟდა  სავჩენკოს გათავისუფლებასაც მოითხოვდნენ, რომელიც უკვე 6 თვეა მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება შეთითხნილი ბრალდებით და მისი უფლებები ირღვევა.

 

როგორც აქციის ორგანიზატორმა, უკრაინელმა დეპუტატმა დმიტრი ლინკომ აღნიშნა, აქციის მიზანია ევროსაპარლამენტო ასამბლეიდან რუსული დელეგაცია დაითხოვონ.

 

ამ ეტაპზე  ასამბლეაში რუსულ დელეგაციას ხმის უფლება ჩამოართვეს უკრაინაში გაგრძელებული შეარაღებული აგრესიისა და ყირიმის ოკუპაციის გამო. ნიდერლანდების დელეგაციას კი მზად აქვს კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში რუს დეპუტატებს უფლებამოსილება საერთოდ შეუწყდებათ.

 

ამასთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკვე დაუმტკიცა უფლებები დეპუტატს უკრაინიდან  ნადეჟდა  სავჩენკოს, რის შემდეგაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დიპლომატის იმუნიტეტის მქონე დეპუტატის პატიმრობაში ყოფნა ეწინააღმდეგება ვენის კონვენციის პრინციპებს.

 

a-1.jpg

a2.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !