
ერთ-ერთი კომპანიის იუბილეზე გამართულ ცეკვის კონკურსში ცოტა ხნის წინ ფეხმოტეხილი და ამჯერად გამოჯანმრთელებული მომღერალი ნუცა ბუზალაძე რატი გაჩეჩილაძესთან ერთად მონაწილეობდა.
მისი კონკურენტები იყვნენ ლევან ახვლედიანი და მარიამ როინიშვილი, ასევე „ცეკვავენ ვარსკვლავების“ წინა სეზონის გამარჯვებული ქეთი ხატიაშვილი, რომლის მეწყვილეც ოთო ფოლადაშვილი იყო.
მარიამი კონკურსს, საკუთარი სურვილით, ადრევე გამოეთიშა.
შესაბამისად, გამარჯვება ორ გოგონას ხვდა წილად - ქეთი ხატიაშვილი და ნუცა ბუზალაძე საღამოს საუკეთესო მოცეკვავეებად დაასახელეს.
http://primetimenews.ge/