
9 აპრილის ბაღში მდებარე, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლის კვარცხლბეკზე გაკეთებული წარწერა - „ოთარ მეღვინეთუხუცესი“ მთლიანად არის მოგლეჯილი.
ბაღის დაცვის თანამშრომლების განცხადებით, სავარაუდოდ ძეგლი გუშინ, გვიან ღამით დააზიანეს, რადგან დაზიანებული წარწერა ამ დილით იპოვეს. გუშინ მიტანილი ყვავილებიც ძეგლის ირგვლივ მიყრილ-მოყრილია.
9 აპრილის ბაღში მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი გუშინ გაიხსნა.
ღონისძიებას საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, კულტურის მინისტრი, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მომღერლები და მსახიობები ესწრებოდნენ.