
ნავთობზე ფასი, შესაძლოა, ბარელზე 25 დოლარამდე დაეცეს. ეს მოხდება ოპეკის (ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია, შტაბ-ბინით ვენაში, - რედ.) ქვეყნების უმოქმედობის ფონზე - ამის შესახებ განცხადება საწარმოო-კომერციული ფირმა „ლუკოლის“ მეტაურმა ვაგიტ ალეკპეროვმა გააკეთა.
„შესაძლოა, 25 დოლარამდეც დაეცეს ბარელის ფასი“, - თქვა მან და დაამატა, რომ ამ დასკვნამდე ოპეკის ქვეყნების წარმომადგენელთა განცხადებებისა და პოზიციის გამო მივიდა. ალეკპეროვის თქმით, ძირითადად, საუდის არაბეთის პოზიციაა ყურადსაღები.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ლუკოილის“ ვიცეპრეზიდენტმა ლეონიდ ფედუნმა ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ კომპანიის ბიუჯეტი ბარელზე 80-85 დოლარის ვარაუდით აიგება.