
„ალილოზე“ მისული ეკა ბესელიას ჩაცმულობამ საზოგადოება შოკში ჩააგდო და აღნიშნულის თაობაზე სოციალურ ქსელში აზრთა გაცვლა-გამოცვლა არ წყდება.
კოლეგის ჩაცმულობით „მოხიბლულმა“ დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ სოციალურ ქსელში ბესელიას თეთრ ჩექმებს ლექსიც კი მიუძღვნა.
„თუმცა თოვლი არ მოვიდა,
ვერც მთავრობამ შექმნა,
მაგრამ მაინც გადაგვპენტა
ბესელიას ჩექმამ", - დაწერა ხაჩიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თეთრი ჩექმებს თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ნიკა მელიამაც „ხოტბა შეასხა“.
„იყო „ჯექსონები“, „ესპადრელები“, „სალამანდრები“ და ა.შ. ამიერიდან გვაქვს „ბესელკები“, - წერს ნიკა მელია.
მელიას მეგობრებმა ინტერნეტშოპინგის საიტებზე ანალოგიური ჩექმების ფასიც გაარკვიეს.