
კიევში უცნობმა პირებმა პარტია „რეგიონების“ ობოლონის რაიონის ოფისი დაარბიეს.
როგორც პარტიის პრესცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, პარტიის ოფისში ჩამსხვრეულია ფანჯრის მინები და დამტვრეულია კარები. თავდამსხმელებმა კედლებზე შეურაცხმყოფელი წარწერებიც დატოვეს.