
„ერეკლე მეორის საზოგადოებისა“ და ორგანიზაცია „ევრაზიული არჩევანი -საქართველო“–ს წარმომადგენლებმა დღეს თბილისში, უკრაინის საელჩოსთან უკრაინის ხელისუფლების მხარდასაჭერი აქცია გამართეს.
აქციას ორმოცდაათამდე ადამიანი ესწრებოდა, ინფორმაცია კი რუსულმა „რეგნუმმა“ გაავრცელა. როგორც აქციის ორგანიზატორმა არჩილ ჭყოიძემ განაცხადა, მან აქციის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ ყველა ქართულ ტელეარხს აცნობა, მაგრამ გასაშუქებლად არავინ მივიდა.
ჭყოიძე აცხადებს, რომ ევრომაიდნის აქტივისტები გამოვიდნენ კონტროლიდან და ისე იქცევიან, როგორც დამნაშავეები, რომლებსაც უნდათ უკრაინის გაყოფა:
„მათ უნდა გაიგონ, რომ თავიანთი საქციელით ღუპავენ საკუთარ ქვეყანას“, – აცხადებს ჭყოიძე.