
ვიტალი კლიჩკოს ძმა ვლადიმირ კლიჩკო მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების მეთაურებს მიმართავს და მათგან უკრაინელების შველას ითხოვს. ვიდეომიმართვა ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
ვიდეომიმართვაში ვლადიმირ კლიჩკო ამბობს:
„მე მოგმართავთ თქვენ, როგორც პოლიტიკოსის ძმა, მაგრამ არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც უკრაინელი, რომელიც ითხოვს იმ ხალხის დახმარებას, რომელიც მძიმე ბრძოლაშია ჩაბმული.
რკინის ფარდის გაუქმებიდან 24 წლის შემდეგ ჩვენ გვინდა, მშვიდად ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში – კორუფციის, ადამიანთა უფლებების დარღვევისა და კანონის მუდმივი იგნორირების გარეშე. უკრაინელთა უმრავლესობის სახელით მე მივმართავ დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს დაგვიჭირონ მხარი და დაგვეხმარონ. ნუ დაგვტოვებთ მარტო!“, – აცხადებს ვლადიმირ კლიჩკო.