ბაიკერები, რომლებმაც ოქტომბერში მცხეთა მოილოცეს, უკრაინაში სახელმწიფო შენობებს დაიცავენ

Image

კლუბ „Ночные волки“ („ღამეული მგლები“)–ს ბაიკერები ყირიმში სახელმწიფო შენობებს დაიცავენ. ბაიკერთა პირველმა ნაკადმა უკვე დააწესა მორიგეობა სევასტოპოლის ადმინისტრაციის შენობასთან.

 

კლუბის ერთერთი წევრის ალექსანდრე ლიზუნოვის თქმით, ისინი აპირებენ გააკონტროლონ ასევე სახელმწიფო დაწესებულებათა შენობები სიმფეროპოლში, რათა ოპოზიციის მხრიდან აგრესიული ქმედებები არ დაუშვან:

 

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ყირიმში სიტუაციაზე კონტროლი დაიკარგოს“, – განაცხადა ლიზუნოვმა, მეტსახელად „კატოკმა“.

 

შეგახსენებთ, რომ „Ночные волки“ 14 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე იყო ჩამოსული და მათ წმინდა ადგილები მოილოცეს. საქარტველოში მათი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია „იტარ ტასმა“ გაავრცელა, ხოლო „მოამბემ“ ექსკლუზიური რეპორტაჟი მოამზადა, რომელიც მასალას ვიდეოს სახით ერთვის.

 

ბაიკერები აცხადებდნენ, რომ საქართველოში რუსეთს დაქვემდებარებული უკრაინის საპატრიარქოსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით ჩამოვიდნენ. ბაიკერებს საქართველოში ალექსანდრე ზალდასტანოვი, მეტსახელად „ქირურგი“ მეთაურობდა.

 

„Ночные волки“ ცნობილია, როგორც რუსეთში ჯერ კიდევ სსრ კავშირის არსებობის დროს, 80–იანი წლების ბოლოს აღმოცენებული ბაიკერების ჯგუფი, რომლებიც თავიანთ თავს არა ბაიკერებს, არამედ „რუს მოტოციკლისტებს“ უწოდებენ. ამ ჯგუფთან რუსეთსა და უკრაინაში არაერთი კრიმინალური ფაქტია დაკავშირებული, ზოგიერთი რუსული მედიასაშუალება კი მათ პირდაპირ „კრიმინალებად“ და „ქილერებად“ მოიხსენიებს.

 

ცნობილია ასევე, რომ „Ночные волки“ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული დაჯგუფებაა. ისინი თავიანთ თავს რუსეთის ისტორიისა და ტრადიციების დამცველებად მიიჩნევენ.

ლაშა ბერულავა

ფოტოზე: "ქირურგი" ვლადიმირ პუტინთან ერთად

nochnie volki1.jpg

nochnie volki.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !