
უკრაინაში ხელისუფლება აცხადებს, რომ ატომური ელექტროსადგურისა და დნეპრჰესის დანაღმვის შესახებ რამდენიმე ანონიმური ზარია შემოსული.
ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ედუარდ სტავიცკიმ განაცხადა.
მან თქვა, რომ ორივე ობიექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ამ ობიექტების უსაფრთხოებაზე კონტროლი შეინარჩუნოს.