
ზაპოროჟიეს მერიის საიტზე ყველა, ადრე არსებული ინფორმაცია წაიშალა და ვებგვერდზე შემსვლელებს იქ მხოლოდ ზაპოროჟიეს ევრომაიდნის დარბევის ამსახველი ვიდეომასალის ნახვა შეეძლო.
კიბერშეტევის ავტორთა ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია. ევრომაიდნის დარბევის ვიდეოს თან ახლდა მოწოდება:
„ზაპოროჟიელებო! მილიციამ და ბანდიტებმა ყველა არსებული ნორმის უგულებელყოფით დაარბიეს აქცია ევრომაიდანზე და სცემდნენ ყველას, მათ შორის ჟურნალისტებსაც.
ზაპოროჟიე, გაიღვიძე!“, – ნათქვამია მოწოდებაში.