
მას შემდეგ რაც მილიონერმა პარლამენტარმა, ზურაბ ტყემალაძემ საზოგადოება დამოძღვრა, 160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარსო, სოციალურ ქსელში მისი გამოსახულებით, 160-ლარიანი კუპიურას ფოტო გავრცელდა.
„არ მგონია, პენსიონრები ფიქრობდნენ, რომ 10 ლარი დაცინვა იყოს. 10 ლარი დაცინვა ნამდვილად არ არის...
პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდა...
160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარს ", - აცხადებდა ზურაბ ტყემალაძე ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში.