-
2014-01-27 12:08
ამ დროისთვის ძებნაში მყოფი მეგის ქარდავა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სერგო თეთრაძის წამების ეპიზოდში გამართლდა.
მის მიმართ აღძრული ამავე საქმის კიდევ ერთ ეპიზოდზე მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სერგო თეთრაძის საქმეში რამდენიმე ეპიზოდია, მათ შორის თეთრაძის წამების, ასევე ჩიკვატიასა და ლონდარიძის წამების ეპიზოდები.
სწორედ ამ ორი უკანასკნელის წამების ფაქტზე მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
შეგახსენებთ, რომ პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, ჯაშუშობის ბრალდებით, 2011 წლის 19 სექტემბერს დააკავეს, 25 სექტემბერს კი იგი გლდანის ციხეში გარდაიცვალა.