-
2014-01-27 04:28
„ბერკუტის“ ოფიცერს, ვისი მეშვეობითაც მსოფლიომ გაიგო, რომ სპეცრაზმის წევრები ევრომაიდნელებს იტაცებდნენ, უკაცრიელ ადგილზე გაჰყავდათ, აშიშვლებდნენ და აბუჩად იგდებდნენ, უკრაინის დატოვება მოუწია.
სწორედ ამ ოფიცერმა, შემთხვევით ნანახი ვიდეოს შემდეგ, სადაც ასახული იყო, როგორ იგდებდა აბუჩად „ბერკუტი“ გაშიშვლებულ, მოედნიდან გატაცებულ კაზაკს მიხეილ გავრილიუკს, გადაწყვიტა, რომ სპეცრაზმის ქმედების შესახებ სიმართლე ხალხს უნდა გაეგო.
მის კომპიუტერში შემთხვევით აღმოჩენილი ვიდეო (მისმა მეგობარმა ოფიცრის კომპიუტერი ვიდეოს გადასაწერად გამოიყენა, წაშლა კი დაავიწყდა) ოფიცერმა ახლობელს გადასცა, რომელმაც ის ინტერნეტში გაავრცელა. ვიდეომ ნამდვილი ფურორი გამოიწვია:
„ვიდეოს ნახვამდე მე თვითონ ჭორი მეგონა, რომ ჩემი კოლეგები მაიდნიდან ხალხს იტაცებდნენ“, – ამბობს ოფიცერი. მან იმ დღესვე დაწერა განცხადება თანამდებობიდან და „ბერკუტიდან“ წასვლის შესახებ, რის შემდეგაც მასზე ნადირობა დაიწყეს. სწორედ ამიტომ, ყოფილი ოფიცერი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.
მასთან სკანდალური ინტერვიუ ტელეკომპანია ТСН–მა გაავრცელა.