
ძველი თბილისის პროკურორის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ არჩილ კბილაშვილის დროს დაინიშნა, „ფეიბუქზე“ წერენ და დიპლომსაც აქვეყნებენ. დიპლომის მიხედვით ინგა ჯაბანაშვილი ასტრონომია.
„ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ინგა ჯაბანიშვილის დიპლომი, რომლითაც მას მიენიჭა ასტრონომის კვალიფიკაცია, რაც იმას მოწმობს, რომ ის უდავოდ ასტრონომია. დღეს მისი მხრიდან წარდგენილი ყველა ბრალდება წარდგენილია ასტრონომის მიერ, ნაცვლად პროკურორისა. გამოძიება დუმს...
ასტრონომი პროკურორობს დღესაც.... აღდგა სამართლიანობა...“, - წერს ,,ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებელი სახელით - ივანე პეტრიაშვილი, რომელმაც უფრო ადრე გაავრცელა ჯაბანაშვილის დიპლომის ფოტოასლი, სადაც მითითებულია, რომ მას სამართალმცოდნის კვალიფიკაცია სპორტის აკადემიის დამთავრების შემდეგ მიენიჭა.