
კიევში დემონსტრანტებმა უკრაინის იუსტიციის სამინსიტროს შენობა დაიკავეს, რომელიც კრეშატნიკთან ახლოს, გოროდეცკის ქუჩაზე მდებარეობს.
ამის შესახებ მოძრაობა «Спільна справа» („საერთო საქმე“) კოორდინატორმა ალექსანდრე დანილიუკმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. მან ადრე აქტივისტებს სწორედ ამ შენობის დაკავებისკენ მოუწოდა.