ლვოვში „ტიტუშკებმა“ ტელეკომპანია "ЗІК"–ის ოპერატორი ვადიმ კალიჩენკო სასტიკად სცემეს.
შეგახსენებთ, რომ ლვოვში „ტიტუშკები“ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან. ოფიციალური ინფორმაციით, ოპერატორს უცნობი პირები დაესხნენ თავს, აპარატურა დაუმტვრიეს და სასტიკად სცემეს, რის გამოც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.