-
2014-11-14 19:53
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, ნათია ხანთაძე ამბობს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში კახა ბენდუქიძეს საქართველოში ყოფნა აღარ შეეძლო და ამას ძალიან განიცდიდა.
„ჩემს ნაცნობებში იყო ალბათ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ყველა გაზეთს კითხულობდა, მათ შორის ასავალ-დასავალსაც, ალიას, საქართველოს რესპუბლიკას.
მერე რაღაც ისტორიებს გვიყვებოდა და სულ ამბობდა: ნათია, თქვენ არ იცით საქართველოში რა ხდება, იმიტომ, რომ არ კითხულობთ საქართველოს რესპუბლიკას. მერე რაღაც სტატიებს მოიყვანდა ხოლმე ამ გაზეთებიდან.
ამავე ყვითელი პრესიდან ჰქონდა ხოლმე თავის შესახებ ისტორიები ამოჭრილი და კაბინეტთან აქვს შენახული და მერე სულ ყველას გვიყვებოდა ხოლმე. მათ შორის, რას არ აბრალებდნენ ხოლმე, კალაპოტების გაყიდვიდან დაწყებული, იმასაც აბრალებდნენ, რომ ამ უნივერსიტეტში ფულს აკეთებდა, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად უნივერსიტეტში მხოლოდ ინვესტიციებს ახორციელებდა, მას მოგება და უნივერსიტეტს მოგება ამ საქმიანობიდან არ აქვს,"– განაცხადა ნათია ხანთაძემ.









netgazeti.ge