
ეს მოვლენა 2009 წელს, ღაზის სექტორში მოხდა. "ჰამასმა" სპონსორობა გაუწია მასობრივ ქორწილს, რომელშიც 450-ზე მეტი წყვილი მონაწილეობდა. სიძეები 30 და მეტი წლისანი, ხოლო პატარძლების უმრავლესობა არაუმეტეს 10 წლისა და უმცროსები იყვნენ.
ცერემონიალს ესწრებოდა "ჰამასის" ლიდერი მაჰმუდ ზახარი, რომელმაც შავ პიჯაკებში ჩაცმულ ნეფეებს მიმართა: "ჩვენ ვუცხადებთ მსოფლიოსა და ამერიკას, რომ მათ არ ძალუძთ, წაგვართვან ბედნიერება და სიხარული".
ცერემონიალში მონაწილე თითოეულმა ნეფემ საჩუქრის სახით 500 დოლარი მიიღო, ხოლო პატარძლებმა - საქორწილო ყვავილების ბუკეტები.
"ეს ქორწილი საჩუქარია ჩვენი ხალხისთვის, რომელიც გმირულად უმკლავდება ომსა და ბლოკადას", - განაცხადა "ჰამასის" ერთერთმა ლიდერმა იბრაჰიმ სალაფმა.