„კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა, შეიწირეს კაცი“

Image

ცნობამ კახა ბენდუქიძის გარდაცვალების თაობაზე ქართულ საზოგადოებაში დიდი გულისტკივილი გამოიწვია. ადამიანები თავიანთ მწუხარებას  სოციალურ ქსელში გამოხატავენ.

 

 

ინგა გრიგოლია, ტელეწამყვანი: „კახა ბენდუქიძის გარდაცვალებამ გული მომიკლა......ღმერთმა ნათელში ამყოფოს...."

 

მარიამ საჯაია, დეპუტატი: „გული ჩამწყდა :(((( ძალიან ძალიან ვწუხვარ უდიდესი, უჭკვიანესი ადამიანის და ამასთანავე უბრალო „ბენდუს“ გამო :(((“

 

გოგა ხაჩიძე, დეპუტატი: „ადამიანი, რომლის გარდაცვალებაც ქვეყნის IQ-ზე აისახება. ერთი სინათლეც გაქრა. უბედური ვარ.

დიდი უბედურებაა".

 

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი: „აუცილებლად უნდა გარდაცვლილიყო რომ ეს სითბო მიეღო?!!!! ჩემს news feed ში ყველა მას სტირის. ცუქანა და ხითხითა. აუუუუ!!!!!!! ღმერთო!!!

ის იყო ძალიან მაგარი! ძალიან საყვარელი!! და ის დააკლდა ქვეყანას!

ღმერთო რა ცუდათ ვარ! ასე არ ვიცი რა ამატირებდაა!!!!!!!! აუუ!!!!! რა მაგარი იყო და რა საყვარელი!!!!!!!! ძაან ცუდათ ვარ!!!!".

 

დავით საყვარელიძე, დეპუტატი: „არც კი ვიცი რა დავწერო ისეთი დამძიმებული ვარ... კახა ბენდუქუძის სახით თანამედროვე საქართველომ დიდი ადამიანი დაკარგა!.((( სულით და გულით მებრძოლი თანამედროვე და ძლიერი საქართველოსთვის...( ბედნიერი ვარ რომ ამ ადამიანთან მეგობრობის და თუნდაც მასთან ერთად ამ ქვეყნისთვის ბრძოლის საშუალება მქონდა...."

 

ნოე სულაბერიძე, პროდუსერი: „ერთადერთი ტიპი იყო ამ ქვეყანაში ვინც განათლების სისტემა ყველაზე კარგად იცოდა! ძაან სამწუხაროა! RIP ბენდუქიძე".

  

ირაკლი ვაჭარაძე, „იდენტობის" ხელმძღვანელი: „გარდაიცვალა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ქართველი, ბატონი კახა ბენდუქიძე. ლონდონში, სასტუმროში. გულის ოპერაცია გაიკეთა ლონდონშიო. ალბათ ვერ გადაიტანა"

 

დავით ზურაბიშვილი, მმართველი კოალიციის წევრი: „რისი თქმაც მინდოდა კახა ბენდუქიძის გარდაცვალებაზე, პრინციპში ერთმა ჩემმა ფრენდმა უკვე თქვა და მასვე დავიმოწმებ:

იცით ჩემი დამოკიდებულება ბენდუქიძის მიმართ, მაგრამ ნამდვილად საწყენია გარდაცვალება იმ ადამიანისა, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია ყველაზე სწორი მიმართულებით განახორციელა".

 

კობა სუბელიანი, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი: „კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა

შეიწირეს კაცი :((("

 

ეკა ხერხეულიძე, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი: „უნიათო მარგველაშვილს მინდა ვუთხრა - არაფრის მაქნისო შემთხვევითობავ, კახა ბენდუქიძე მაშინ მოკალით, როდესაც მის შექმნილ უნივერსიტეტს ლიცენზია გააუქმეთ, მერე ვიღაც უსაქმურები პროკურატურაში უსირცხვილოდ იბარებდნენ და ბოლოს ქვეყნიდან გააძევეთ! გააგდეს ქვეყნიდან, ადგილი არ დაუტოვეს, ამ მხეცებმა რამხელა დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის".

 

დეფი, პოეტი: „შოკი.

ძვირფასი მეგობარი კახა ბენდუქიძე. გენიალური, ბრწყინვალე გონება. სინდისი და ნათელი სული".

 

სოფო ტოროშელიძე, მომღერალი: არაააა!!!

 

გია ცინაძე, მსახიობი: „საქართველო შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი"

ამ სიტყვათა შეთანხმების გულწრფელობას,სიზუსტეს,არაპათეტიურობას.. დღეს, ახლა 2 წუთის წინ,ფბ-ზე შემოსვლისთანავე ისე მივხვდი და ვიგრძენი როგორც ჯერ არასდროს! ძალიან ცუდი დღე საქართველოს ისტორიაში,მისი მომავლისთვის კიდევ ერთი შეფერხება და გამოცდა!

 

ერთად აღებული ყველა მოღალატის,საბჭოელის და ინწილიგენციის ერთ დღეს გაქრობა დედამიწის ზურგიდან და მომავალში ქვეყნისთვის ხელის ვეღარ შეშლა(!) არ მოუტანს იმხელა დივიდენდებს ქვეყანას რასაც ამ ერთი კაცის სიცოცხლე .. ! (მაპატიეთ თუ ცოტა.. უცებ ცხელ ტვინზე ასე დამეწერა.. შოკში ვარ!)

 

 

ნათია კობერიძე, ჟურნალისტი: „ვაიმე, ძალიან ცუდად ვარ! კახა ბენდუქიძე!!!!".

 

მიშა თავხელიძე, ექსპერტი: „მამარდაშვილი, ბენდუქიძე... სიკვდილის ამათზე ღირსი, ქართველებო, სხვა ვერავინ მოძებნეთ?".

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?