კახა ბენდუქიძის მოსაზრებები პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და არამხოლოდ...

Image

რეფორმატორი და ბიზნესმენი კახა ბენდუქიძე სხვადასხვა დროს ხშირად გამოთქვამდა მოსაზრებებს საქართველოს შიდაპოლიტიკური ცხოვრების, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის, სხვა საკითხების შესახებ.

 

ის აქტიურად მონაწილეობდა თოქ-შოებში, უარს თითქმის არ ამბობდა ინტერვიუზე. "აფხაზეთის ხმა" სხვადასხვა საკითხებზე მის მოსაზრებათა არასრულ ამონაწერს გთავაზობთ. ამონაწერი ბიძინა ივანიშვილის რეპლიკებით სრულდება, რომელიც მან ერთერთ ბრიფინგზე კახა ბენდუქიძის მისამართით წარმოთქვა მაშინ, როცა ჯერ კიდევ პრემიერმინისტრი იყო.

 

"თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე კიდევ ერთხელ ეხმიანება მთავრობის მიერ დასვენების დღედ 1 მაისის გამოცხადების იდეას და წერს, რომ ეს "სირობაა", ამასთან, აზუსტებს, რომ მნიშვნელობა არა აქვს, ეს დღე საბჭოთა დღესასწაულია თუ საერთაშორისო დღე.

 

"როგორც იცით, მთავრობამ გადაწყვიტა 1 მაისის დღესასწაულად გამოცხადება. მე ვთვლი, რომ ეს სირობაა და საბჭოთა კავშირში დაბრუნებაა...

 

ზოგიერთის კომენტარი იყო - 1 მაისი არ იყო საბჭოთა დღესასწაული, საერთაშორისო დღე არისო. სირების დღე საბჭოთა იქნება თუ საერთაშორისო - რა განსხვავებაა", - წერს კახა ბენდუქიძე.

-

„დარწმუნებით საუბრობენ, რომ არსებობს ელიტური კორუფცია, მაგრამ თითქოს ის დამალულია. ეს იგივეა, ვთქვა, ამ ოთახში თქვენ უკან ნიანგები არიან, მაგრამ იმალებიან და რომ შეხედავთ, გაქრებიანო. წელიწადზე მეტია, ახალი მთავრობა აკონტროლებს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსურ პოლიციას.

 

აქამდე გვაქვს მხოლოდ ორი შემთხვევა ელიტური კორუფციის. აქედან გამომდინარე, არის ორი სავარაუდო პასუხი: ელიტური კორუფცია ან არ არსებობდა, ან არსებობდა და ახალი მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ფინანსური პოლიცია იმდენად სუსტები არიან, მტკიცებულებებს ვერ პოულობენ“,–აღნიშნა „თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელმა „მარშალის ფონდის“ ვაშინგტონის სათაო ოფისში გამართულ კონფერენციაზე, კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსის თომას დე ვაალის მიერ თომას ჰამერბერგის მოხსენებიდან წაკითხული ციტატის პასუხად.

-

,,ჩემი წარმოდგენა ჩემზე ძალიან განსხვავდება მათი წარმოდგენისგან ჩემზე, - მე ჩემი თავი უფრო ბუნჩულა მგონია, ვიდრე მათ ჰგონიათ რომ ვარ“,- ამის შესახებ კახა ბენდუქიძემ გადაცემა ,,არჩევანში“ განაცხადა.

 

ბენდუქიძე იმ მიზეზებზე საუბრობდა, რის გამოც შესაძლოა, ის დაკითხვაზე დაებარებინათ. ბენდუქიძე ფიქრობს, რომ შესაძლებელია,  დღევანდელი დაკითხვა, ერთი წლის წინ დაწყებული საქმის განახლება – თვითმართველობის არჩევნებთან იყოს კავშირში.

 

,,მათ ხომ არ იციან, რომ არ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას?  ან ფიქრობენ, რომ ვაპირებ ჩემოდნებით ფულის მიტანას არჩევნებზე.

 

ჩემი წარმოდგენა ჩემზე ძალიან განსხვავდება მათი წარმოდგენისგან ჩემზე, - მე ჩემი თავი უფრო ბუნჩულა მგონია, ვიდრე მათ ჰგონიათ რომ ვარ.

 

მაგრამ მე რაჭველი ვარ და თუ გავბრაზდი, ბოლო-ბოლო მერე ნამეტანი ინერციულები ვართ ზვავივით. ვეღარ გავრჩევ სადაა სწორი გზა, სად არა, სადღაც ჩავექანები, მაგრამ ამ ჩაქანებისას, შეიძლება, ბევრი რამე დავამტვრიო,“- განაცხადა ბენდუქიძემ გადაცემა ,,არჩევანში“, "რუსთავი 2"-ზე.

-

,არის რამდენიმე ჟურნალისტი და  მაღალი თანამდებობის  პოლიტიკოსი, რომელსაც არაპროპორციული ინტრესი აქვთ სააკაშვილისადმი. აი, მაგალითად რაღაცაზე ლაპარაკობ, მაგალითად  ნიანგების გამრავლებაზე, მაგრამ ისინი გეტყვიან - ,,მაგრამ სააკაშვილი, ხო?!“

 

- კახა ბენდუქიძე ფიქრობს, რომ მისი დაკითხვაზე დაბარება და აგრუნის ირგვლივ შარშან დაწყებული საქმის განახლება საზოგადოების ნაწილის მისდამი უარყოფითი დამოკიდებულების პროპორციულია.

 

,,თუ არ არის პური, უნდა იყოს სანახაობა- რა არის სანახაობა? აი, მაგალითად ბენდუქიძე, რომელიც ღორივით ქშინავს, ჩაიჯიბა ფული და ქრთამებით იხრჩობა და სუნთქვა აღარ შეუძლია, როგორც დაწერა ერთმა ჟურნალისტმა ერთ დამპალ გაზეთში , ბევრი დამპალი გაზეთიდან ერთ-ერთში, ან კიდევ სახელმწიფო კანცელარიიდან როცა გამოუშვეს, ისეთი მსუქანი იყო, ვერ გამოეტია კარშიო და დემონტაჟი მოახდინესო, ასეთ ადამიანზე ზეწოლა ვიღაცას გაახარებს. აი ნახეთ, რაღაც უქნეს.“- ამბობს ბენდუქიძე გადაცემა ,,არჩევანში“.

-

კახა ბენდუქიძესთან დაკავშირებით პირადი პოზიცია ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ მაშინ გამოხატა, როცა საქართველოს პრემიერმინისტრი იყო.

 

ეს მაშინ მოხდა, როცა პრემიერი მედიაგამოცემებისა და რადიოების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. აგრარულ უნივერსიტეტზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კახა ბენდუქიძე "სოფლის პირველი იდეოლოგი იყო", რომ აგრარულ უნივერსიტეტში აგრარული სექტორი ძალიან დაკნინდა, ხოლო ბენდუქიძის პოლიტიკამ ტოტალურ ნგრევამდე მიიყვანა ქართული სოფელი:

 

"ვის უზრდის კადრებს ბენდუქიძე? რას აკეთებდა ეს კაცი ისეთს, რომ ტოტალურად ინგრეოდა სოფლის მეურნეობა? აი, ეს კითხვები უნდა დასვას საზოგადოებამ. ეს კითხვები მეც გამაჩნია...", – განაცხადა ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !